„რეალი“ კოენტრაუს აღარ შეელევა
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდელებმა კოეს გაყიდვა გადაიფიქრეს.
„ბაიერნთან“ ორივე მატჩში ფეერიული ასპარეზობის შემდეგ, ანჩელოტიმ, პორტუგალიელი ფეხბურთელისათვის ახალი კონტრაქტი მოითხოვა.მარსელოს არყოფნის პირობებში, რომელიც სასტარტოს წევრად ითვლება, კოენტრაუმ ჩინებულად ითამაშა, როგორც სამეფო თასის ფინალში, ასევე ჩ/ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე.ის ჯერ კატალონიელების მარჯვენა შემტევებს გაუმკლავდა, ხოლო ბოლო 2 კვირის განმავლობაში, არიენ რობენი არ გაახარა.
რასაკვირველია, განაპირა მცველის ასეთი თამაშის შემხედვარე, იტალიელმა გადაწყვიტა, ბოლო მოუღოს ფაბიუს ირგვლივ გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებს.არადა, „მანჩესტერს“ ცოტა რომ ეყოჩაღა, წინა ზაფხულშივე წაიყვანდა კოეს, თუმცა როგორც ჩანს, „ხუთიანის“ ადგილი ესპანეთის დედაქალაქშია.
ამასთანავე უნდა ითქვას, რომ გუნდის გასახდელში, კოენტრაუ თანამემამულე რონალდუს დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.თავის მხრივ, კრიშტიანუც ყველაფერს გააკეთებს, რათა მიუნხენელებთან პირველ პაექრობაში საგოლე გადაცემის ავტორი, „ბლანკოსში“ დარჩეს.
დიდი ალბათობით, კლუბის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში დაუკავშირდები ხორხე მენდეშს (კოეს აგენტი).
Defensacentral
- 2 მაი 2014
- 11 904
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.