მეორე ვარჯიში „ვალენსიასთან“ მატჩამდე
სამეფო კლუბის ფეხბურთელები დიდებული განწყობით აგრძელებენ ვარჯიშს.
ანჩელოტის დამოძღვრილები „ღამურებთან“ საპაექროდ ემზადებიან (კვირას, 23:00).განვლილ სესიაზე, სრული დატვირთვით იმუშავეს პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელმა, გარდა მოდრიჩისა.ეს უკანასკნელი სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა.
ოფიციალური საიტის ცნობით, მადრიდელებმა ჯერ ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეს, ხოლო შემდეგ ბურთი გააგორეს.
აქვე, ერთი საინტერესო და სასიამოვნო სტატისტიკის შესახებ: ამ მომენტისათვის, მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ბომბარდირია ევროპულ გრანდებს შორის.ანჩელოტის შეგირდები, უკვე 150 გოლს მოითვლიან ყველა ტურნირზე (95 პრიმერაში, 37 ჩ/ლიგაზე და 15 „კოპაზე“).მათ შემდეგ მოდიან: „სიტი“ (147 გოლი), „ბარსელონა“ (145) და „ბაიერნი“ (143).
AS
- 2 მაი 2014
- 8 027
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.