„ფინალი უნდა მოვიგოთ“
მიმდინარე დღეების განმავლობაში, „ბლანკოსის“ ქომაგებში ეიფორია სუფევს.
„რეალის“ მიუნხენური თავგადასავლისაგან გამოწვეული სიხარული, ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა მადრიდისტებში, რომლებსაც არც ფეხბურთელები და მწვრთნელები ჩამორჩებიან.
რა თქმა უნდა, მზირე ზეიმის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რამეთუ „თეთრებში“ გამოწყობილმა ბიჭებმა ყოველგვარდ მოლოდინებს გადააჭარბეს და 12 წლიანი ნანატრი ფინალი მოუპოვეს ფანებს.ალბათ, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა იმ სცენარს, რომელიც „ალიანც არენაზე“ განვითარდა.მადრიდელებმა ისტორიული მოწინააღმდეგ საშინლად დაჯაბნეს და ამასთანავე, ბებერ კონტინენტზე ვიკინგების წოდება დაიბრუნეს.
„არასოდეს დავივიწყებთ ამას“ - ნამატჩევს აცხადებდნენ დამრიგებლები და მოთამაშეები.ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩაბის გაფრთხილების გარდა, ყველაფერი იდეალურად წარიმართა.
თუმცა, რაც მთავარია, ამით არაფერი დასრულებულა.პედრო პროენსას საფინალო სასტვენის შემდეგ, სტუმრებისათვის განკუთვნილ გასახდელში შესულმა მადრიდისტებმა ერთხმად აღნიშნეს: „ჩვენ უნდა მოვიგოთ ფინალი!“
MARCA
- 2 მაი 2014
- 10 394
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.