სახლის „რეალი“
„სანტიანგო ბერნაბეუზე“ გამართულ ბოლო ხუთ შეხვედრაში, „თეთრებმა“ ხუთივეს მოგება მოახერხეს.
„რეალისთვის“ „სანტიაგო ბერნაბეუ“ ნამდვილ ციხე-სიმაგრედ იქცა. საშინაო არენაზე კარლო ანჩელოტი თავის გუნდს გახსნილ და შემტევ ფეხბურთს ათამაშებს, რაც კლუბის შედეგებზეც ისახება. „ბლანკოსმა“ საკუთარ კედლებში ზედიზედ ხუთი გამარჯვება და 17 გოლის გატანა ზეიმა. „თეთრებმა“ პირველი დარტყმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ სტადიაზე დორტმუნდის „ბორუსიას“ (3-0) მიაყენეს, შემდეგ მას მოჰყვა „ალმერია“ ოთხი უპასუხო გოლით, შემდეგ ისევ გერმანელები ამჯერად მიუნხენის „ბაიერნი“ (1-0) და ბოლოს „ოსასუნა“ (4-0).
ასევე, აღსანიშნავია, რომ ზ/ხსენებულ მატჩებში „თეთრებმა“ კარის მშრალად შენახვიის ტრადიცია კვლავ აღადგინეს.
Realmadrid.Com
- 2 მაი 2014
- 6 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.