კარლიტოს თავსატეხი: ვინ შეცვლის ჩაბის?

მიუხედავად გერმანელების განადგურებისა და ლისაბონში თამაშის უფლების მოპოვებისა, იტალიელი მესაჭე თავსატეხს ვერ გაექცა.

როგორც იცით, განვლილი პაექრობის ერთ-ერთ ორათბრძოლაში, ჩაბის უხეშობა ყვითელ ბარათად შეაფასა რიცოლიმ და ბასკმაც თავზე წამოირტყა ხელები, რამეთუ მიმდინარე სეზონში მესამე გაფრთხილებას ჩაებღაუჭა, რაც ფინალში უქმობის ტოლფასია.შესაბამისად, ანჩელოტიმ უკვე დაიწყო ფიქრი ჩაბის შემცვლელზე და რამდენიმე ვარიანტსაც განიხილავს.

უწინარეს ყოვლისა, სასტარტოში დაბრუნების მთავარი პრეტენდენტად ხედირა მოიაზრება, თუმცა მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება, გერმანელის ფორმის ევოლუციაზეა დამოკიდებული.ბოლოს, 9 ნოემბერს მოირგო სემიმ გუნდის მაისური და რთული სათქმელია, მოასწრებს თუ არა 23 დღეში ფორმის აღდგენას.

ესპანურ საიტებზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით, ქომაგები ისკოს მოიაზრებენ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, რომელიც გამოკითხულთა 52 პროცენტის ნდობით სარგებლობს.ნიშანდობლივია, რომ გულშემატკივართა 24%-ის სიმპატიებს კაზემირო იმსახურებს, ხოლო ილიარა მხოლოდ 14% მოსწონს.ალბათ, „ბორუსიასთან“ საშინლად ჩატარებულმა პაექრობამ, ქომაგებს იმედები გაუცრუა ახალგაზრდა ბასკთან დაკავშირებით.

ერთი სიტყვით, კარლიტოს საფიქრალი ნამდვილად აქვს.ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ბაიერნის“ გამამწარებელი დამრიგებელი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)