„რეალის“ ფეხბურთელების იმედგაცრუება
ანჩელოტის დამოძღვრილებმა უკვე იციან, რომ ლისაბონის ფინალში თანაქალაქელებთან მოუწევთ დაპირისპირება, თუმცა მათი მოლოდინი სხვაგვარი იყო.
მადრიდელებს ყოფილ დამრიგებელთან სურდათ შერკინება და მისთვის, პირდაპირ მწვანე მინდორზე, პასუხის გაცემა.„თეთრების“ ჟინი მოურინიოს დამარცხებისა, ცნობილი განცხადებების შემდეგ უფრო გაღვივდა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, პორტუგალიელმა დასძინა, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელები სარკესთან პოზიორობას დიდ დროს უთმობენო, რასაც არა ერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საფეხბურთო სამყაროში, თუმცა ოფიციალურმა მადრიდმა დუმილი არჩია და მათი ჩანაფიქრი, მხოლოდ სპორტული პრინციპების გათვალისწინებით პასუხის გაცემა იყო, თუმცა რას ვიზამთ, „განსაკუთრებული“ კვლავ დამარცხდა ნახევარფინალში.
MARCA
- 1 მაი 2014
- 23 059
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.