ბილეთებს ცეცხლის ფასი ადევთ
24 მაისის ფინალის ტრიბუნიდან ყურება, ნამდვილად ძვირი სიამოვნებაა.
როგორც უკვე გაუწყეთ, „უეფას“ გადაწყვეტილებით, „რეალი“ და „ატლეტიკო“ 17-17 ათასს ბილეთს მიიღებენ, თავიანთი წევრებისა და გულშემატკივრებისათვის, ხოლო სტადიონზე დარჩენილი 24 ათასი ადგილი, ე.წ. ნეიტრალურ ქომაგებს ეკუთვნით.
„უეფამ“ ნეიტრალური ზონის ბილეთების გაყიდვა მარტიდან დაიწყო და ახლა, უკვე გადამყიდველების ხელშია მსურველთა ბედი.თუ 2 თვის უკან, ევროპულმა ფეხბურთის ორგანიზაციამ ყველაზე იაფფასიანი ბილეთი 70 ევროთ გაყიდა, დღესდღეობით, მხოლოდ 1600 ევროს გადახდის გზით შეგიძლიათ მისი სხვადასხვა საიტებიდან გამოწერა.
ბილეთები 4 კატეგორიად არის დაყოფილი და მათიი ღირებულებები, 1600-დან 10 000 ევრომდე მერყეობს, თუმცა ფინალის მოახლოვებასთან ერთად, აღნინული ციფრები უფრო გაზირდება.
- 1 მაი 2014
- 16 658
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.