ანჩელოტი: „ფავორიტზე საუბარი ზედმეტია“
ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის გამორკვევის შემდეგ, „რეალის“ დამრიგებელმა პირველი კომენტარი გააკეთა.
„მადრიდში ყველა ბედნიერია. უფავორიტო ფინალის მომსწრენი ვართ.„ატლეტიკომ“ უკეთესად ითამაშა ლონდონში და დამსახურებულად გავიდა ფინალში.“
„თანაქალაქელებთან დაპირისპირება, დამატებითი ზეწოლა არ იქნება ჩვენთვის. ვინც ამ საქმეში ჩახედულია, იცის, რომ ფინალში ფავორიტი არ არსებობს. ჩვეულებრივი პაექრობა იქნება.“
„„ჩელსი“ და „როხიბლანკო“ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ესპანელებს დიდი ილუზიები აქვთ და მცირე გამოცდილება, ხოლო ინგლისელებს პირიქით.“
„კმაყოფილნი ვართ მოვლენების განვითარებით და რაც შეიძლება მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ აღნიშნულისგან. 12 წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ფინალში ვითამაშებთ.“
„დიახ, მშვიდად ვგრძნობ თავს. ეს მნიშვნელოვანია, რამეთუ ასეთი პოზიციიდან უკეთესად ვხედავ რაღაც-რაღაცებს. ვმუშაობ კლუბში, რომელიც შეიძლება ითქვას, უდიდესია მსოფლიოში. ჩემთვის ფეხბურთი ბევრს ნიშნავს და ვფიქრობ, მიმართლებს კიდეც.მინდა, რომ სეზონი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ.“
As
- 1 მაი 2014
- 24 116
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.