„ბლანკოსის“ მეთორმეტე მოთამაშე
„რეალის“ საკალათბურთო გუნდის ცენტრი მარკუს სლოტერი, ფეხბურთელების ნამდვილი თილისმაა.
„ბაიერნთან“ შეხვედრის წინ, ამერიკელი მადრიდისტებთან ერთად გაემგზავრა მიუნხენში, რათა ტრიბუნიდან ედევნებინა თვალი შეხვედრისათვის, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, მწვანე მინდორზე გამოვარდა და ანჩელოტის შეგირდებთან ერთად იზეიმა ფინალში გასვლა.
გამომდინარე იქედან, რომ მარკუსი რამოსის დიდი ქომაგია, სტადიონზეც სწორედ სერხიოს მაისურით მივიდა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელი კალათბურთელები, 16 მაისს, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავენ ნახევარფინალურ დაპირისპირებას ევროლიგაზე. გამარჯვების შემთხვევაში, ისინიც ფინალურ საგზურს დაეუფლებიან.
Marca
- 1 მაი 2014
- 16 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.