პაპა კარლო ლეგენდარულ მწვრთნელებს გაუთანაბრდა

„ჩვენი წარმატება ანჩელოტის დამსახურებაა“ - რთულია არ დაეთანხმო კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც „ბაიერნთან“ ნამატჩევს, იტალიელ დამრიგებელს მადლობა გადაუხადა.

ლისაბონის ფინალი, კარლიტოსთვის მეოთხე იქნება სამწვრთნელო კარიერაში.აღნიშნული მაჩვენებლით, ისეთ ლეგენდარულ მწვრთნელებს გაუტოლდა, როგორებიც არიან: მიგელ მუნიოსი, მარჩელო ლიპი და ალექს ფერგიუსონი.

განვლილი 3 შემთხვევიდან, ანჩელოტის დამოძღვრილები ორჯერ დაუეფლნენ ჩემპიონთა ლიგას.რაც შეეხებათ ჩამოთვლილ დამრიგებლებს, მუნიოსმა და ფერგიმ, შესაბამისად „რეალისა“ და „მანჩესტერის“ სათავეში, 2-2 თასი მოუტანეს გულშემატკივრებს, ხოლო ლიპი 4 გადამწყვეტი პაექრობიდან, მხოლოდ ერთხელ გამოვიდა გამარჯვებული.

ამასთანავე, „ბლანკოსის“ მოქმედი მეთაური, ერთ-ერთია იმ 6 ადამიანთაგან, რომლებმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება, ფეხბურთელის რანგშიც მოახერხეს და მწვრთნელის.

თუ პორტუგალიაში გასამართი დაპირისპირება მადრიდელებისათვის ტრიუმფით დასრულდება, პაპა კარლო მეხუთე საჭეთმპყრობელი გახდება, ვინც ორი სხვადასხვა კლუბის რიგებში მოახერხა ჩ/ლიგის აწევა.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)