HalaMadrid.Ge-ს შეკრება
როგორც დაგეგმილი იყო, ჩვენი საიტის წევრებმა, Tbilisi Event Hall-ში ვუყურეთ „რეალისა“ და „ბაიერნის“ პაექრობას.
თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე, დაახლოებით 50-მდე მადრიდისტა შევიკრიბეთ „ფილარმონიასთან“ და მყისვე დავიწყეთ გახურება.მართალია, ესპანური სიმღერები დასახვეწი გვაქვს, თუმცა ცუდად ნამდვილად არ გამოგვსვლია.
ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ატმოსფერო სუფევდა პირველ ტაიმში, როდესაც ანჩელოტის ბიჭებმა 3-ჯერ შეაწუხოს ნოიერი.რა თქმა უნდა, რეაქციები ადეკვატური გვქონდა და მიუხედავად დიდი თავშეკავებისა, რამოსის დუბლის შემდეგ, აქტიური გახდა შემდეგი სიმღერა - Campeons, Campeones...
გასაგები მიზეზების გამო, მეორე ტაიმში მშვიდად ვადევნებდით თვალ-ყურს შეხვედრის პერიპეტიებს, თუმცა პერიოდულად ვუერთდებოდით იმ 4000 მადრიდისტას, რომლებიც „ალიანც არენაზე“ უწამებდნენ სიცოცხლეს გერმანელებს.
ვფიქრობ, საერთო ჯამში, შედეგიანი შეკრება გამოგვივიდა.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებსა დ გოგონებს, რომლებმაც არ დაიზარეს და მოვიდნენ „ივენთ ჰოლში.“იმედია, ფინალისათვის უფრო მეტნი ვიქნებით!
ასევე, პერსონალურ მადლობას ვუხდით ნუკრი ქარდავას, რომელიც ჩვენი შეკრებების დროს, ძალისხმევას არ იშურებს კადრების აღსაბეჭდავად.
აქვე გთავაზობთ რამდენიემ სურათს, ხოლო დანარჩენის სანახავად, დააკლიკეთ აღნიშნულ ბმულს:
- 30 აპრილი 2014
- 12 269
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.