ალონსო : "დიდი უსამართლობაა, რომ ფინალს ვერ ვითამაშებ"
ჩაბი ალონსომ ბაიერნის დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ უსაზღვროდ ბედნიერია ფინალში გასვლით, თუმცა დისკვალიფიკაცია მას ხასიათს უფუჭებს...
"სამეფო კლუბმა შესანიშნავად ითამაშა, ჩვენ მოვახერხეთ და ორ რაუნდიდან ბრძოლას მიუნხენის ბაიერნისგან ქვა ქვაზე არ დავტოვეთ, მოვლენებს მსგავს განვითარებას ალბათ უკიდურესად ოპტიმისტი მადრიდისტაც ვერ ინატრება, ჩვენ "ალიანც არენაზე" 0-4 გავიმარჯვეთ და ფინალში გავედით."
"ყველაფერი გავაანალიზეთ და ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, კარლო ანჩელოტიმ შესანიშნავი სპექტაკლი დადგა."
"სამი წელიწადი დაგვჭირდა იმისათვის, რომ 1/2 ფინალის ბარიერი გადაგველახა და ფინალის საგზური მოგვეპოვებინა. საბედნიეროდ საბოლოო ეტაპზე გავედით და ძალიან დიდი იმედი მაქვს მეათე თასს მოვიპოვებთ."
"დიდი უსამართლობაა, რომ ვერ მოვახერხებ ფინალში თამაშს, ეს მე ძალიან მთრგუნავს, თუმცა თუ "ბლანკოსი" წარმატებას მიაღწევს გაბრაზება გადამივლის და ბედნიერი ვიქნები."
დაგვიმეგობრდით Instagram-ზე, ჩვენი პროფილის სახელია: halamadridge
- 30 აპრილი 2014
- 15 233
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.