ორმაგი საფრთხე
მადრიდის რეალისათვის ყველაზე დიდი თავსატეხი ბაიერნის შემტევი დუეტის რიბერისა და რობენის ან როგორც მათ ხშირად ეძახიან რობერის შეჩერება იქნება. აღნიშნულ დავალებას 1 კვირის წინ ბრწყინვალედ გაართვეს თავი კოენტრაომ და კარვახალმა, მაგრამ იგივეს გამეორება ალიანც არენაზე, დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ბერნაბეუზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ყველა რიბერის აკრიტიკებს. ის თითქმის შეუმჩნეველი იყო მოედანზე და თუ რამე გვახსოვს მისგან, ეს მხოლოდ უფერული თამაში. რეალურად კი, აღნიშნული პრობლემა მხოლოდ მადრიდელი მცველების დამსახურება არ არის. ფრანგი ვინგერი უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანას, ბოლოს მან, 23 ოქტომბერს, პლზენის კარში შეასრულა დუბლი.
რაც შეეხება რობენს, მის ანგარიშზე სულ რაღაც 4 გოლია, მაგრამ ამასთან ერთად ჰოლანდიელის აქტივში 6 საგოლე გადაცემაც ირიცხება. აღსანიშნავია, რომ რობენმა დასძლია ფსიქოლოგიური ფაქტორი და გადამწყვეტ მომენტში გოლის გატანა "ისწავლა", რაც ერთი-ორად ართულებს მის შეჩერებას.
ჯერი მადრიდელ ფლანგელებზეა, თუ ისინი კვლავ წარმატებით მოახერხებენ "რობერის" განეიტრალებას "ლა დესიმა" კიდევ უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
- 29 აპრილი 2014
- 8 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.