მადრიდელების ჯილდო
გამოცემა "ას"-მა სამეფო გუნდის პრეზიდენტ, ფლორენტინო პერესს, გენერალურ დირექტორ ვალდანოს, რონალდუს, კასილასს, რეიესს, ბულოკსა და ლულს სპორტის ჯილდოები გადასცა.
აღნიშნული გამოცემის მიერ ეს რიგით მესამე დაჯილდოვებაა.ჩემს მიერ ჩამოთვლილი ადამიანებიდან ყველა ესწრებოდა საზეიმო ცერემონიას.სასიხარულოა, რომ ფეხბურთელებთან ერთად კალათბურთელევმაც მიიღეს ეს ჯილდო.
რასაკვირველია, კრიშტიანუ რონალდუ ყურადღების ქვეშ იყო.პორტუგალიელმა დასძინა, რომ "გუნდის დახმარების გარეშე, ის ამ ჯილდოს ვერ აიღებად."მან ასევე კომენტარი გააკეთა თავის მდგომარეობაზე: "მოხარული ვარ, რომ დონ პერესმა აქ გადმომიყვანა.ვფიქრობ, მან სწორი ნაბიჯი გადადგა.დარწმუნებული ვარ, ასი პროცენტით გავამართლებ და ქომაგებს დიდ სიხარულს მოვუტან."
რონი პირველი უცხოელი მოთამაშეა, რომელმაც "ას"-ის ხსენებული ჯილდო მოიპოვა.
- 4 დეკემბერი 2009
- 2 601
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.