ანჩელოტი: „ბრიყვები არ ვართ, რომ უკვე ფინალში გვეგონოს თავი“
იტალიელმა სპეციალისტმა, „რეალისა“ და „ბაიერნის“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.
„იმედია, ფინალში გავალთ, მაგრამ არავინ ამბობს, რომ უკვე ლისაბონის საგზური გვაქვს მოპოვებული.ხვალინდელი დაპირისპირება საკმაოდ რთული იქნება, დიდი გუნდის წინააღმდეგ.რა თქმა უნდა, ბრიყვები არ ვართ, რომ მოვლენებს გავუსწროთ.ჩვენს აქტივში მცირე უპირატესობაა და მაქსიმალურად ვეცდებით მის გამოყენებას.“
ათლეტების გუნდი: „არ ვფიქრობ, რომ აღნიშნული განცხადება აბუჩად უნდა ავიგდოთ.ჩვენი ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან.“
„რუმენიგეს განცხადებით, „ბაიერნი“ ჯოჯოხეთს მოუწყობს „რეალს.“ქომაგებს ახასიათებთ მსგავსი შინაარსის გამონათქვამები, რაც ნორმალურია ფეხბურთში.“
„კანტენაჩო, რომელმაც დიდი წარმატება მოგვიტანა, არცთუ ისე ცუდი სიტყვაა იტალიაში.აღნიშნულ ტაქტიკას ყოველთვის არ მოაქვს ზიანი, უბრალოდ „ბორუსიამ“ კარგად გამოიყენა, თუმცა განვლილ და მომავალ მატჩებს საერთო არაფერი აქვთ.“
„ხვალინდელი დაპირისპირება დიდად არ იქნება განსხვავებული წინამორბედისაგან.მასპინძლები საკუთარ ფილოსოფიას არ შეცვლიან, ხოლო ჩვენ განსხვავებულად ვიასპარეზებთ.რა თქმა უნდა, წარმატებისათვის, ტაქტიკა როდია ყველაზე მნიშვნელოვანი.„ალიანც არენასთან“ ტკბილი მოგონებები მაკავშირებს, თუმცა ეს არ მომიყოლია შეგირდებისათვის.“
„შემადგენლობის უკლებლივ ყველა წევრი, სრულ მზადყოფნაშია.სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა გამიჭირდება.“
„კმაყოფილი ვარ ბეილის პროგრესით.მისი კონდიციები გაუმჯობესდა.“
„პატივს ვცემ „მანჩესტერ იუნაიტედს,“ მაგრამ ჩემი ადგილი მადრიდშია.“
„გუნდი ერთიანი სულისკვეთებით გამოვა მწვანე მინდორზე.“
„ბურთის ფლობა მოთამაშეებზეა დამოკიდებული.ბეილი, ბენზემა და რონალდუ სივრცეებსა და სწრაფ გადაცემებს საჭიროებენ.ძალიან მომწონს მოთამაშეების სწრაფი მოქმედებები.“
„ალონსო და რამოსი პროფესიონალები არიან.ისინი ჩვეულ სტილში იასპარეზებენ, როგორც დანარჩენი ფეხბურთელები.“
„მნიშვნელოვანი იქნება მადრიდელი ქომაგების მხარდაჭერა.ჩვენ მათი წყალობით „კოპა დელ რეი“ მოვიგეთ.მთავარია გულშემატკივრობის ხარისხი და არა რაოდენობა.“
„ალაბა ფანტასტიკური მცველია.მარსელოსთან და კოენტრაუსთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.“
„რა თქმა უნდა, არის მატჩები, როდესაც გოლს ვერ იტან, თუმცა ხვალ მაქსიმალურად ვეცდებით ამის გაკეთებას.ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, მეტოქის კარის აღებაა.“
„დი მარია კომფორტულად გრძნობს თავს და ამასთანავე თავდაჯერებულია.მისი გამწესება სხვადასხვა პოზიციებზე შეგვიძლია.“
AS
- 28 აპრილი 2014
- 8 306
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.