მადრიდელების სავალალო სტატისტიკა გერმანიაში, თუმცა...
ის, რომ სამეფო კლუბს გერმანიაში და კონკრეტულად მიუნხენში ისტორიულად უჭირს თამაში, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.
სხვადასხვა წლებში, მადრიდელებმა 10 შეხვედრა ჩაატარეს მიუნხენში, საიდანაც 9 წააგეს და მხოლოდ ერთხელ დასჯერდნენ ფრეს, თუმცა ერთი მატჩის გარდა, ყველაში მაოხერხეს გოლის გატანა.
უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, „წითლებმა“ 6 გამარჯვება ერთბურთიანი სხვაობით მოიპოვეს, 2 სამბურთიანით, ხოლო ერთი ორბურთიანით.
მიუნხენში გამართული თამაშები:
1975/76 - 1/2 ფინალური სტადია: „ბაიერნი“ 2:0 „რეალი;“
1986/87 - 1/2 ფინალური სტადია: „ბაიერნი“ 4:1 „რეალი;“
1987/88 - 1/4 ფინალური სტადია: „ბაიერნი“ 3:2 „რეალი;“
1999/00 - ჯგუფრი ეტაპი: „ბაიერნი“ 4-1 „რეალი“
1999/00 - 1/2 ფინალური სტადია: „ბაიერნი 2:1 „რეალი;“
2000/01 - 1/2 ფინალური სტადია: „ბაიერნი“ 2-1 „რეალი;“
2001/02 - 1/4 ფინალური სტადია: „ბაიერნი“ 2:1 „რეალი;“
2003/04 - 1/8 ფინალური სტადია: „ბაიერნი“ 1:1 „რეალი;“
2011/22 - 1/2 ფინალური სტადია: „ბაიერნი“ 2:1 „რეალი;“
2006/07 - 1/8 ფინალური სტადია: „ბაიერნი“ 2:1 „რეალი;“
ალბათ, მსგავსი ტიპის პაექრობებში, სტატისტიკა არაფერზე მეტყველებს, მაგრამ თუ მაინცნდამაინც ისტორიაზე დაიწყეს საუბარი „რეკორდმაისტერებმა,“ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მათ ფავორიტებს, არასოდეს დაუმარცხებიათ კარლო ანჩელოტის დამოძღვრილი გუნდი (5 წაგება და 2 ფრე).
- 28 აპრილი 2014
- 5 658
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.