რამოსი : "ალიანც არენაზე შეუძლებელს შევძლებთ"
მიუნხენის ბაიერნთან მატჩის წინ სამეფო კლუბის ვიცე კაპიტანმა, სერხიო რამოსმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა...
"ჩვენ გვსურს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში და ამისთვის ყველაფრისთვის მზად ვართ. გამოცდილება არ გვაკლია და ვიცით, რომ სტუმრად თამაში მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შანსი არ გვაქვს, მაქსიმუმს გავაკეთებთ და გულშემატკივართა გულების გახარებას მოვახერხებთ."
"გამარჯვებული ის დარჩება, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს კონკრეტულ დაპირისპირებაში. ჩვენ ვიცით თუ რა დონის ოპონენტი გვყავს. გერმანელებს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავთ."
"პირველ დაპირისპირებაში 1-0 გავიმარჯვეთ, ეს არც ისე კომფორტული შედეგი გახლავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ. უამრავი მომენტი გვგქონდა, თუ ჩვენ კიდევ გავიტანდით, უფრო დიდი შანებით წავიდოდით გერმანიაში, თუმცა საბრზოლველად ახლაც მზად ვართ."
"კარიერაში ყველაფერი მოვიგე. მქონდა იმის პატივი, რომ მსოფლიო თასი აღმემართა, ასევე მოვახერხე ევროპის ჩემპიონატის 2-ჯერ მოგება. საკლუბო დონეზე სამეფო თასისა და ლა ლიგის გემო გავიგე. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს აქტივში ჩემპიონთა ლიგაც ჩაეწერება. ზედიზედ 3 წელიწადი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს 1/2 ფინალიდან ვემშვიდობებოდი, იმედი მაქვს ფინალში გავალთ და მოვიგებთ."
"როდესაც ხელს აწერ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც მადრიდის რეალში თამაში გიწევს ძალიან ღელავ და უდიდეს პასუხისმგებლობას განიცდი, აქ ბევრი რამ არის სანერვიულო, აქ შენგან ყველა მაქსიმუმს ითხოვს, რაც საბოლოო ჯამში გხვეწავს და უმაღლესი კლასის ფეხბურთელად გაყალიბებს, სამეფო კლუბში თამაში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირეუბლი, თუმცა "ბლანკოსის" ფორმის ყოველი მორგება თითოეულ მადრიდისტას დიდ ბედნიერებას ანიჭებს."
"კარლო ანჩელოტი უდიდესი პიროვნება გახლავთ, ის არის ძალიან მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი, მისი ხასიათი აღმაფრთოვანებელია, რომელიც ჩვენზეც გადმოდის, მან ჩვენში მეგობრული ატმოსფერო დანერგა, მთელი კოლექტივი მთავარ მწვრთნელს უდიდეს პატივს სცემს, ის გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ დამრიგებელი.სტადიონს გარეთ კარლო ჩვენი დიდი მეგობარია, მისნაირ უშუალო ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ, კარლიტო ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, მისი ყოველი რჩევა-დარიგება გუნდისთვის მნიშვნელოვანია."
"ანჩელოტის ძალიან უყვარს ხუმრობა, იტალიელს იუმორი ნამდვილად არ დაეწუნება, საერთო ჯამში იგი უდავოდ ბრწყინვალე აურის მატარებელი გახლავთ."
"იტალიელმა სპეციალისტმა ძალიან კარგად იცის თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჩამოაყალიბოს ფეხბურთელებთან, იგი საკუთარი საქმის ნამდვილი ოსტატი და პროფესიონალი გახლავთ. იყო დრო, როდესაც კარლიტო ფეხბურთელი გახლდათ, სწორედ ამიტომ მან ძალიან კარგად იცის მოთამაშის ფსიქოლოგია, მას არაერთი ტიტული აქვს მოგებული, ანჩეს შესანიშნავი გზა აქვს არჩეული, რომელსაც დიდი შემართებით მივყვებით."
"ცენტრალური მცველობა არც ისე იოლია, შენს უკან მეკარე დგას, რომელმაც შესაძლოა გოლი გაუშვას, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ნაბიჯს. აუცილებლად უნდა იყო ფიზიკურად ძლიერი და ძალიან სწრაფი. სხარტი აზროვნება უკანახაზელის ყველაზე დიდი პლუსი გახლავთ."
"არასდროს ჰქონია ჩემთვის მნიშვნელობა მარჯვენა ფლანგზე ვიასპარეზებდი თუ ცენტრში. ესპანეთის ნაკრებში ორივე პოზიციაზე მიცდია ძალები და საკმაოდ წარმატებით გამოვდიოდი, ეროვნულ ნაკრებში არნახულ წარმატებას მივაღწიე, ალბათ ვერც ვიოცნებებდი მსოფლიო და და ევროპის ჩემპიონატების მოგებაზე."
"დიდი პრივილეგია და ბედნიერება იყო იმ ფეხბურთელების კვალდაკვალ თამაში როგორებიც რაულ გონსალესი, რობერტო კარლო, ზინედინ ზიდანი და რონალდო იყვნენ. ასევე ძალიან ბევრი მაგალითი ავიღე პაოლო მალდინისგან, რომელიც დიდებული მცველი გახლდათ. ფერნანდო იერო ჩემი კუმირი იყო, მისი თითოეული მოძრაობა მიზანმიმართული იყო მეტოქის შეტევის ჩაშლისკენ.
- 28 აპრილი 2014
- 3 754
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.