ბენზემა: „120 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ“
Bwin-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კარიმ ბენზემა აღნიშნავს, რომ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, „საჭიროა მოედანზე 120 პროცენტით დახარჯვა.“
„ასეთი ტიპის დაპირისპირებები, სადაც შესაძლოა, ნებისმიერი დეტალი გადამწყვეტი გამოდგეს, სათამაშოდ ძალიან რთულია, მაგრამ ჩველ მიჩვეულნი ვართ.“
„მომავალი პაექრობა ორივე კლუბისათვის მეტად ნიშანდობლივია.“
„ვერ გეტყვით, ორმატჩიან დუელში გვარდიოლას ფაქტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს თუ არა, თუმცა ჩვენ ვიცით, დაახლოებით როგორ იასპარეზებენ მიუნხენელები.აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად კონცენტრირებულნი გამოვალთ მწვანე მინდორზე და გამარჯვებას ვეცდებით.“
„მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბანაკის რიგებში მრავლად არიან ინდივიდუალური ოსტატები, მთავარი მაინც გუნდური თამაში იქნება, რისი წყალობითაც, მოვიგეთ მადრიდული შეხვედრა.საჭიროა, 90 წუთის ჩათვლით, 120 პროცენტით დახარჯვა.“
„განსაკუთრებულ გეგემას არ ვიმუშავებთ.მასპინძლებს ბურთის ფლობა უყვართ და ჩვენც შესაბამისად ვეთამაშებით.“
AS
- 28 აპრილი 2014
- 2 184
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.