დანტე : "რეალის შეტევა გაძლიერდა"

მიუნხენელი დანტეს განცხადებით, მადრიდის რეალს ბრწყინვალე შეტევის ხაზი ჰყავს, რომელსაც მაქსიმალური მეთვალყურეობა დასჭირდება...

"სანტიაგო ბერნაბეუზე გუნდმა განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა, რადგან კრიშტიანო რონალდუ სათანადოდ მზად არ იყო, გარეთ ბეილმა კი მხოლოდ მეორე ტაიმის მეორე ნახევარი ითამაშა."

"ამ ეტაპზე აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციას ვხვდებით. კარლო ანჩელოტის ორივე ფეხბურთელი ბოლომდე გამოუჯანმრთელდა, დარწმუნებული ვარ ისინი სასტარტოში მოგვევლინებიან და ეცდებიან ჩვენი კარი აიღონ."

"გვარდიოლა ძალიან კარგი ფსიქოლოგია, წაგებამ დაგვრთგუნა, რადგან ვთვლიდით, რომ არაერთი გოლის გატანა შეგვეძლო სანტიაგო ბერნაბეუზე თუმცა არ გაგვიმართლა. ესპანელმა სპეციალისტმა ყველას აგვიხსნა, რომ 1-0 კატასტორფული შედეგი არ არის და საშინაო მატჩის წინ კარგ ხასიათზე უნდა ვიყოთ."

"ორ ბურთიანი სხვაობით მოგება გვესაჭიროება, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ერთი გოლიც საკმარისი იქნება მატჩის დამატებით დროში გადასაყვანად."

"ყველაფერს გავაკეთებთ იკერ კასილასის კარის რაც შეიძლება სწრაფად ასაღებად, თუმცა არ დაგვავიწყდება, რომ კარლო ანჩელოტის ძალიან სწრაფი წინახაზელებს ჰყავს, რომლებსაც დროის უმოკლეს ნაწილში შეუძლიათ წარმოუდგენელი მანძილის დაფარვა."

"ბაიერნი წლეულს ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს, ყველა ტურნირის ფავორიტები ვართ და ვეცდებით ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგოთ."

  • Hala
  • 28 აპრილი 2014
  • 3 343
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)