ბეილის ორმაგი დატვირთვა
პრიმერა დივიზონის ფარგლებში „ოსასუნას“ განადგურების შემდეგ, ანჩელოტიმ BBC-ის ასპარეზობა დაანონსა მიუნხენში გასამართი შეხვედრისათვის.
როგორც ჩანს, იტალიელი დანაპირებს ასრულებს და „ალიანც არენაზე“ გოლის გატანისათვის ემზადება.განვლილი 2 მატჩისაგან განსხვავებით („კოპას“ ფინალის და პირველი პაექრობა „ბაიერნთან“), სადაც მადრიდელები 4-2-2 წესით განლაგდნენ მწვანე მინდორზე, კარლიტო 4 მცველით, 3 ნახევარმცველითა და 3 თავდამსხმელით გამოვა სათამაშოდ.
რასაკვირველია, „მესტალიაზე“ და „ბერნაბეუზე“ ჩატარებულ მატჩებში, 4 შუახაზელით ასპარეზობამ გაამართლა, თუმცა ანჩელოტი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთებას აპირებს და მიზნად, არა ყრუ დაცვაში ჩადგომასა და ანგარიშის შენარჩუნებას იასახავს, არამედ შეტევას და მასპინძლებისათვის ცხოვრების გართულებას.
დამრიგებლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან „რეალის“ ქომაგებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მწყობრში მყოფმა რონალდუმ და ბეილმა, აუცილებლად უნდა ითამაშონ სასტარტო შემადგენლობაში.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ანჩელოტი ცოტათი განსხვავებული სახით წარმოგვიდგენს 4-3-3, სადაც წარმატებულ შეტევასთან ერთად, უელსელ ნახევარმცველს, ნაყოფიერი დაცვითი თამაშიც მოეთხოვება.შეტევითი ტრიოდან გარეთზე იმიტომ კეთდება აქცენტი, რომ „ძველ ცხოვრებაში,“ მცველის ამპლუაში სინჯავდა ძალებს და გაწაფულია აღნიშნულ საქმეში.
ცხადია, ბეილი არასოდეს თაკილობს უკან ჩამოსვლას და თანაგუნდელების მიხმარებას, თუმცა სამშაბთს, მას განსაკუთრებული ყურადღებით მოუწევს თამაში.ფაქტობრივად, კილომეტრების დაფარვის კრიტერიუმში, ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უნდა დაიკავოს ყოფილმა „სპურსელმა.“
MARCA
დაგვიმეგობრდით Instagram-ზე, ჩვენი პროფილის სახელია: halamadridge
- 27 აპრილი 2014
- 3 545
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.