კრიშტიანუს უპირატესობა „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში
„ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო პორტუგალიელ ვარსკვლავს რამდენიმე შეხვედრა გაუცდა, მისმა კონკურენტებმა აღნიშნულით ვერ ისარგებლეს.განვლილ უქმეებამდე, ოქროს მაძიებელთა რიგებში, პირველობას სუარესი არ თმობდა, თუმცა „ოსასუნასთან“ შესრულების დუბლის წყალობით, რონალდუ და ურუგვაელი უკვე თანაბარი რაოდენობის გოლებს აგროვებენ (30-30).რაც შეეხება შემდეგ პოზიციებს, ლიდერებს 3 ბურთით დიეგო კოშტა, ხოლო 4-ით ლეო მესი ჩამორჩებიან.
ევროპული ჩემპიონატის დასრულებამდე, „ოქროს ბურთის“ მთავარ ფავორიტად რონალდუ ითვლება, რამეთუ მადრიდელს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მატჩი დარჩა გასამართი (4), ხოლო იგივე სუარესს, მხოლოდ 2 დაპირისპირება აქვს გასამართი ინგლისის პრემიერ ლიგაში.
იმედია, რამდენიმე კვირაში, კრიშტიანუ კარიერაში მესამე „ოქროს ბუცს“ იზეიმებს.
- 27 აპრილი 2014
- 4 940
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.