SOS : "ატლეტიკომ სამიდან ორ მატჩში უნდა დაკარგოს ქულები"

მოგეხსენებათ, მადრიდის რეალმა გუშინ პამპლონის ოსასუნა მიიღო და 4-0 გაანადგურა. შეხვედრა ლა ლიგის 35-ე ტურის ეგიდით გაიმართა...

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც 3 ტური რჩება, დაძაბულობა კი პიკს აღწევს. დღეის მონაცემებით სამეფო კლუბს 82 ქულა აქვს, თუმცა ამასთან ერთად უნდა აღვნიშნოთ, რომ მერენგებს ერთი მატჩი (ვალიადოლიდთან) რეზერვში აქვთ.

პირველადგილოსანი ატლეტიკო დღეს ვალენსიას ეწვია, თითოეულ მადრიდისტას იმედი ჰქონდა, რომ "ღამურები" "როხიბლანკოს" ფეხბურთელთა დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებდნენ და ძალა ეყოფოდათ, თუმცა სიმეონეს გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 0-1 იმარჯვა და 88 ქულას მოუყარა თავი.

პრიმერას დასრულებამდე 3 ტური დარჩა, ატლეტიკო კი რეალს 6 ქულით უსწრებს, თუ ვალიადოლიდთან კარლოს შეგირდებმა იმარჯვეს, სხვაობა 3 ქულამდე დავა.

ლა ლიგის ბოლო ტურში ატლეტიკო კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდება ეს იქნება ერთ-ერთი ურთულესი მატჩი დიეგოს გუნდისთვის, თუმცა თუ მადრიდელებმა მანამდე 2 შეხვედრაში გაიმარჯვეს, "ბლაუგრანასთან" წაგებაც ვერ შუეშლით ხელს ჩემპიონობაზე, რადგან სამეფო კლუბმა მიმდინარე სეზონში ატლეტიკოელებთან ერთხელ წააგო, ერთხელ კი ფრე ითამაშა, ესპანეთში კი ყურადღება არა ბურთების შეფარდებას, არამედ ურთიერთშეხვედრებს ექცევა, აქედან გამომდინარე დღევანდელი სიტუაცია მხოლოდ "როხიბლანკოს" წისქვილზე ასხამს წყალს.

რეალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ჩემპიონობას, თუ ყველა დარჩენილ მატჩს მოიგებს, ატლეტიკო კი 3-იდან ორ შეხვედრაში ქულებს გაანიავებს, არ აქვს მნიშვნელობა კლუბი წააგებს თუ ფრეს ითამაშებს.

  • Hala
  • 27 აპრილი 2014
  • 4 772
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)