გაგოს ცრემლები

ყველაზე ცუდი პერიოდი "რეალში" – ფერნანდო გაგო ვარჯიშებზე აგვიანებს.

გუნდს უკვე დაწყებული ჰქონდა ვარჯიში პელეგრინისთან ხუთწუთიანი საუბრის შემდეგ, გაგო კი ჯერ კიდევ არ იყო მისული საწრვთნელ ბაზაზე.

ვარჯიშის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ გაგომ გასახდელიდან მიირბინა პელეგრინისთან, მაგრამ ჩილელმა სპეციალისტმა მას თანაგუნდელებთან სირბილისკენ მოუწოდა. ეს მინიშნება იყო იმისა, რომ პელეგრინის ახსნა–განმარტებები არ სჭირდებოდა. არგენტინელს სურდა მწვრთნელსთვის აეხსნა დაგვიანების მიზეზი.

ოფიციალური ცნობები არ არსებობს ამ ინცინდენტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი ემთხვევა გაგოს ცუდ პერიოდს "რეალში".

გამომცემლობა As-ის ცნობით, ფერნანდოს სურს გამოასწოროს გუნდში სიტუაცია და დარჩეს "სამეფო კლუბში". მას სურს მოედანზე გასვლა და კონკურენციისთვისაც მზადაა, მაგრამ ლასთან და ალონსოსთან მისი შანსები მიზერულია.

As-მა უკვე დაბეჭდა, რომ "ბოკა ხუნიორსი" აპირებს ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და დაიბრუნოს "მომავალი რედონდო" გუნდში. ამასთან მსოფლიო ჩემპიონატიც მოახლოვდა და ძირითადში თამაშის გარანტია არავის აქვს (მარადონა მაინც ათამაშებს გაგოს სასტარტოში).

ასევე არგენტინელი ფეხბურთელის აგენტმაც ვერ დამალა უკმაყოფილება. "ფერნანდოს სურს ტემპში ითამაშოს და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ამასთანავე ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი. როცა ის ვერ თამაშობს, ტირილს იწყებს".


ინფორმაციის წყარო: As.com

  • faqo
  • 3 დეკემბერი 2009
  • 3 221
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)