რონალდო და ვინჩი
კრიშტიანო რონალდუმ მოედანი ორი უბრწყინვალესი ნაშრომით გაანათა
პრადოს მუზეუმის 56A-ოთახში, დამთვალიერებლები შეხვდებიან იერონიმო ბოხის "მიწიერი სიამოვნების ბაღებს" და თუ მე-12 ოთახში მოხვდებიან, ველასკესის Las Meninas-ს. მოკლედ, ანალოგიური მდგომარეობაა სანტიაგო ბერნაბეუზე. არ აქვს მნიშვნელობა არც მეტოქეს და არც ამინდს, არც იმას, საუკეთესო ფეხბურთელები არიან თუ არა მოედანზე, თუ სათადარიგოთა სკამზე, მაყურებლები ხელოვნების ნიმუშით იყვნენ აღფრთოვანებულები, ეს ყველაფერი კი თვალს ნამდვილად სიამოვნებს. ოთახი ნომერი 7 ღიაა მაყურებლებისთვის.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში შემოგვთავაზა "ბერნაბეუზე", მან ოსტატურად მოათავსა ბურთი მეტოქის მეკარის მარცხენა ზედა კუთხეში და თანაც ორჯერ.
ყველაფერი კი პირველი ნახევრის მეექვსე წუთზე დაიწყო. და თუ ზოგიერთისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ასეთებს, მან ანალოგიური მეორე ნახევარშიც შესთავაზა. კრიშტიანომ ბურთი იგივე ადგილას მიიღო და განმეორება გვაჩვენა.
ათი წუთის შემდეგ კრიშტიანომ მოედანი დატოვა, ხოლო ქომაგებმა კი ფეხზე წამომდგარი ოვაციებით გააცილეს.
წყარო: MARCA.com
- 27 აპრილი 2014
- 4 040
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.