ბაიერნმა ბუნდეს ლიგის მოგების შემდეგ გოლების გაშვება დაიწყო
ბაიერნის დაცვა მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდმა ბუნდესლიგა მოიგო გოლების გაშვებას მომატა. ახლა ისინი საშუალოდ 1.4 გოლს უტანენ მეტოქეები.
ბაიერნი 24 იანვრიდან 22 მარტამდე ბრწყინვალედ ასპარეზობდა, მათ 13 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაუშვეს (საშუალოდ 0.38 გოლი მატჩში). სწორედ ამ პერიოდში ნოიერი ზედიზედ 6 მატჩში არ უშვებდა გოლს.
რაც შეეხება ჩემპიონთ ლიგას, აქ სიტუაცია "უარესად" აქვს ბაიერნს, რადგან ბოლო 6 მატჩში 4 ბურთი მიიღო საკუთარ კარში გუნდმა (საშუალოდ 0.66 გოლი მატჩში). უკანასკნელი სამი მეტოქიდან (მანჩესტერ სიტი, არსენალი, მანჩესტერ) სამივემ შეძლო ნოიერის დამწუხრება.
გუარდიოლა ბერნაბეუზე დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილო იყო, რადგან მისი გუნდისთვის პროგრამა მინიმუმს მადრიდში გოლის გატანა წარმოადგენდა. სამშბათს ესპანელ სპეციალისტს რევანშის აღების საშუალება ექნება, თუმცა სამეფო კლუბს სხვა გეგმები აქვს. ეს გეგმები ბაიერნის უიღბლო თვის ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვით დაგვირგვინებაა.
- 27 აპრილი 2014
- 2 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.