ანჩელოტი: „„ალიანც არენაზე“ BBC შეუტევს“
„ოსასუნასთან“ ნამატჩევს, კარლო ანჩელოტიმ დასძინა, რომ „რეალი“ მაქსიმალურად ეცდება გოლის გატანა მიუნხენში.
„კრიშტიანუმ დიდი სიფრთხილითა და თავდაჯერებულობით ითამაშა.ის კარგად გრძნობს თავს.სასიხარულოა, რომ როგორც მისთვის, ასევე გუნდისთვისაც, მოვლენები დაგეგმილი სცენარით განვითარდა.შეხვედრა ინტენსიური არ გამოდგა და ჩვენც ძალების დაზოგვით მოვიპოვეთ გამარჯვება.“
„ბენზემას კონდიციები უმჯობესდება.ვფიქრობ, მომავალ ვარჯიშს პრობლემების გარეშე ჩაატარებს და „ბაიერნთან“ მატჩს მწყობრში შეხვდება.“
„რა თქმა უნდა, ვგრძნობთ იმ ატმოსფეროს, რომელსაც ქომაგები გვიქმნიან.ეს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისათვის.გულშემატკივრები მოლოდინებით არიან აღვსილნი და ფეხბურთელების დარწმუნებულნი არიან საკუთარ ძალებში.“
„სამწვრთნელო კარიერაში, ჩემი და ვილანოვას გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა.ის მშვიდი ადამიანი იყო.ყველას გვტკივა გული.„ბარსელონამ“ ნიშანდობლივი ფიგურა დაკარგა.“
„საპასუხო დაპირისპირებისათვის კარგად მოვემზადებით.მჯერა ჩემი შეგირდების.„რეალი“ დიდი ილუზიებით შეხვდება მოახლოვებულ პაექრობას.“
„ბუნებრივია, თუ შეტევითი ტრიოს წევრები (ბენზემა, ბეილი და რონალუ) სრულ მზადყოფნაში იქნებიან, საწყისი წუთებიდან გამოვლენ მოედანზე.ჩვენი მიზანია გატანა და არა დაცვაში ჩადგომა.“
„გრიპის შემდეგ ბეილი სუსტად იყო, თუმცა „ალიანც არენაზე“ გასამართი მატჩს ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეხვდება.“
„მადრიდში არასოდეს მომითხოვია თავდამსხმელის მოყვანა.ბენზემასა და მორატას გარდა, რონალდუსაც შეუძლია გამოკვეთილ ფორვარდად თამაში.ვიმედოვნებ, ალვარო ჩვენთან დარჩება.მას სეზონის ბოლოს დაველაპარაკები.“
„ზიდანის წასვლა? არაფერი მსმენია ამის შესახებ და არც შესაბამისი მომენტი ასეთ თემებზე სასაუბროდ.“
AS
- 27 აპრილი 2014
- 8 402
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.