რამოსი: „ოთხივე თამაში უნდა მოვიგოთ“
პამპლონელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სერხიო რამოსმა გოლის გატანა მოახერხა.ანდალუსიელმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშა დი მარიასთან და ამ უკანასკნელის ბრწყინვალე ჩაწოდებას, ზუსტად დაუხვედრა თავი.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ „ბერნაბეუზე.“საწყისი წუთებიდან საკმაოდ თავდაჯერებულნი ვმოქმედებით.ეჭვგარეშეა, რომ დარჩენილი 4 შეხვედრაც, ჩვენ სასარგებლოდ უნდა დავასრულოთ.“
„როგორც იქნა, გოლი გავიტანე, რომელიც მეუღლესა და შვილს მივუძღვენი.“
„რა თქმა უნდა, ყოველთვის პოზიტიური მოვლენაა, როდესაც დიდი შერკინების წინ გამარჯვებას ახერხებ.დღეს, მოპოვებულით დავტკბებით, ხოლო ხვალიდან მიუნხენელებზე ვიფიქრებთ.“
AS
- 27 აპრილი 2014
- 4 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.