ხავი გრასია : "რეალთან მოგება ძალიან რთულია"
ოსასუნას მწვრთნელმა, ხავი გრასიამ მადრიდის რეალთან თამაშის წინ პრესკონფენრეცია გამართა და საინტერესო გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება...
"ჩვენ სანტიაგო ბერნაბეუზე ჩავდივართ, ურთულესი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, ვნახოთ როგორ ითამაშებენ ფეხბურთელები და მოახერხებენ თუ არა დედაქალაქელების წინააღმდეგ რამის გაწყობას."
"აბსოლუტურად გვესმის, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამისთვის კი მათ ყველა მატჩის მოგება სჭირდება, ისინი პირველივე წუთებიდან შეტევაზე იფიქრებენ და არც გამიკვირდება, მაგრამ ჩვენ გარკვეული შანსები გვაქვს. თუ მომენტებს არ გავანიავებთ წარმატებას მივაღწევთ. ვფიქრობ, მაქსიმალური სიზუსტით თამაშმა შესაძლოა 1 ქულა მაინც მოგვაპოვებინოს, სხვა შემთხვევაში განწირულები ვართ."
"მადრიდის რეალის ბაიერნთან ძალიან რთული მატჩი აქვს ჩასატარებელი, მაგრამ არამგონია ანჩელოტიმ ჩვენთან ძალები დაზოგოს, რადგან ოსასუნასთან გამარჯვება "რეალს" ლა ლიგის მოგების შანსს უტოვებს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება."
"ჩვენი გუნდი დიდი პრობლემებით ხვდება დაპირისპირებას, მაგრამ მონდომება არ გვაკლია, თითოეული ფეხბურთელი ფიქრობს იმაზე, რომ ესპანეთის დედაქალაქში მაქსიმუმი გააკეთოს გუნდისთვის."
"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული 35-ე ტურში ნამდვილად არ შევხვდებოდი თეთრებს, რადგან მათთან პატარა შანსი გვაქვს, მაგრამ კალენდარმა ასე გვარგუნა. მომდევნო 3 დაპირისპირებაში დიდი ძალებით შეტევა გვმართებს, რათა ამჟამინდელ პოზიციაზე მაინც დავრჩეთ და პრიმერას მომდევნო გათამაშების 20 გუნდიდან ერთ-ერთი ჩვენ ვიყოთ."
"სეზონის მიწურულს რთული მატჩების გამართვა გვიწევს, თუმცა ეს კიდევ უფრო ძლიერს გვხდის."
- 26 აპრილი 2014
- 2 387
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.