ევროლიგის ნახევარფინალში „კლასიკოები“ შედგება
ლასოს დამოძღვრილებმა, მადრიდში დაწყებული საქმე, მადრიდშივე დაასრულეს.
ევროლიგის ფლეი-ოფების პირველ ეტაპზე, „თეთრებმა“ ბერძნული ბარიერი დაძლიეს და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც არც მეტი არც ნაკლები, „ბარსელონასთან“ გამართავენ (16 მაისს) ჯახს და ერთი მატჩის შედეგებით, ფინალში გამსვლელის ვინაობას გადაწყვეტენ.
რაც შეეხება განვლილ პაექრობას, ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ, შერმადინის „ოლიმპიაკოსს,“ ესპანეთის დედაქალაქშიც გაუჩნდა წარმატების ამბიცია, თუმცა ამაოდ.ყოველგვარი რისკების გარეშე, მასპინძლებმა 83-69 ძლიეს ათენელებს და სერიაც 3-2 დასრულდა.„რეალის“ ლიდერად კი გამოცდილი ლული მოგვევლინა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო მეტოქის კალათში.
მადრიდელთა მონაგარი: ლული (20), რუდი (15), დარდენი (6), მიროტიჩი (10), ბურუსისი (8); რეიესი (15), სერხიო როდრიგესი (8), დიესი (-), მეხრი (0), სლოტერი (1), კეროლი (0) და მარტინი (-).
ცნობისათვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, ქვეყნის ფარგლებში, „თეთრებმა“ ორი შეხვედრა ჩაატარეს კატალონიელებთან და ორივეში გამარჯვება მათ დარჩათ.აქედან, ერთი „კოპა დელ რეის“ ფინალში დაფიქსირდა.
- 26 აპრილი 2014
- 6 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.