"ვისტალეგრეზე" რევანში შედგა
სამეფო გუნდის საკლათბურთო არენა, "ვისტალეგრე," გუშინ იმ ერთადერთ გუნდს მასპინძლობდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მადრიდელების დამარცხება შეძლო."რეალის" მოწინააღმდეგი გახლდათ რუსული "ხიმკი."
"ვისტალეგრეზე" შეკრებილი პუბლიკა, "თეთრების" მხრიდან რევანშიც მოლოდინში იყვნენ.საბოლოო ჯამში, ინჩასების მოლოდინი გამართლდა და "რეალის" კალათბურთელებმა 70-59 სძლიეს მოწინააღმდეგეს.
აღნიშნული გამარჯვებით, ესპანელებს ევროლიგის "დ-ი" ჯგუფში ლიდერობა შეუნარჩუნდათ.მეექვსე ტურის თავზე მათ ანგარიშზე 6 თამაშიდან 5 მოგებაა.გათამაშების ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება ბერძნული "პანათინაიკოსი."ბალკანელებმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი წარმატებით დაასრულეს (1 თამაში აქტივში აქვთ).
მადრიდის "რეალი" 70-59 "ხიმკი"
მადრიდის "რეალის" შემადგენლობა: პრიგიონი (8), ჰანსენი (11), ლავრინოვიჩი (10), რეიესი (4), ველიჩკოვიჩი (10), გარბახოსა (13), ვიდალი (3), ბულოკი (6), ლული (6) და დასიჩი (0).
"ხიმკის" შემადგენლობა: ლანგფორფი (11), ფრიდსონი (7), საბესა (5), დიმიტრევი (5), იანკუსასი (17), გუბანოვი (2), იავკოტასი (8), ლოპესი (4), მაკარტი (8) და მოზგოვი (4).
მომავალ თამაშს მადრიდელები ევროლიგაზე გამართავენ 9 დეკემბერს "პროკომთან."პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის შედგა მადრიდში, რომელიც "რეალის" გამარჯვებით 94-72 დასრულდა.
- 3 დეკემბერი 2009
- 3 562
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.