მითები და ლეგენდები
ოხ ეს ჭორები....
მოგესალმებით, დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩი "რეალსა" და მიუხენის "ბაიერნს" შორის. შედეგი ზოგისთვის მოულოდნელია, ზოგისთვის მოსალოდნელი, ზოგისთვის კი გამაწბილებელი. ასეა თუ ისე, პირველი რაუნდი მადრიდელების გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელი ჩემი სტატია შეეხება განვლილ მატჩს, მითქმა–მოთქმებს, რომელიც თამაშს თან ახლდა, ვარაუდებს, მუქარებსა და ა.შ.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული გამოგდა. შეიძლება ნეიტრალური მაყურებელი არ აღაფრთოვანა, მაგრამ ეს ხომ "რეალი"–"ბაიერნია". როგორც წესი და რიგია პეპ გვარდიოლას გუნდები ბურთის ფლობითა და თამაშის სრული კონტროლითა არიან განთქმულნი. ერთი შეხედვით ეს ასეც იყო, რადგან ბურთის ფლობა 64–36 გახლდათ, ხოლო კუთრუბეში სრული უპირატესობა 3–15. დიახ ბატონებო, "ბავარია" ფლობდა ბურთს, დიახ ბატონებო, "ბავარიას" გააჩნდა ტერიტორიული უპირატესობა, მაგრამ იყო ეს მათი დამსახურება? რა თქმა უნდა არა. ეს გახლდათ კარლიტოს მიერ კარგად დაგეგმილი სპექტაკლი. ვინც ჭადრაკს თამაშოს ეცოდინება, რომ არსებობს ერთი ასეთი კარგი გამოთქმა: "აგრძნობინე მოწინააღმდეგეს, რომ ის სიტუაცისს ბატონ პატრონია, მიეცი მას პაიკები, მაგრამ მეფე შენ უნდა დაგრჩეს". ეს გამოთქმა სრულად ასახავდა და განასახიერებდა სიტუაციას მოედანზე. ეს გახლდათ ერთი კაცის თეატრი, რომელშიც მეორე მხოლოდ პაიკის როლს ასრულებდა. მე, როგორც "მადრიდის რეალის" თავგადაკლულ გულშემატკივარს, დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა მუქარები, იქნებოდა ეს ახლობლების მხრიდან თუ უბრალო გულშემატკივრების მხირდან. მე ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვიმახსოვრებდი და პასუხს დუმილით ვცემდი, რადგან მე მჯეროდა საკუთარი გუნდისა და მწვთნელის. ინტერნეტ სივრცეში ძალიან ხშირად ვკითხულობდი ასეთი სახის კომენტარებს: "რეალს" სახლშივე დაუმთავრებენ", "გვარდიოლა "რეალთან" არასდროს არ აგებს" და ა.შ.
ძალიან მაინტერესებს მათი პასუხები ახლა. სიურპრიზი და ახალი აღმოჩენა არაა, რომ უპირობო ფავორიტის როლი გუნდზე ძალიან ცუდად მოქმედებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შანსები, რეალურად, 50–50 ზეა. ამის ნათელი მაგალითია "ბარსა," ამის ნათელი მაგალითია "რეალის" მიერ განმეორებითი მატჩი "ბორუსიასთან" და კიდევ მრავალი სხვა. ლეგენდები და მითები "ბაიერნის" დაუმარცხებლობასა და სრულყოფილებაზე მადრიდში დაიმსხვრა. ვუყურებდი საკუთარი გუნდის თამაშს და ვხედავდი თუ როგორ ცივსისხლიანად მოქმედებდა კარლიტოს გუნდი, ანუ თითქმის ისე, როგორ ჰაინკესის "ბაიერნი", რომლისგანაც დღეს აღარაფერი შემორჩა. ვხედავდი თუ როგორ იმსხვრეოდა მოწინააღმდეგე გუნდის შეტევები მადრიდელთა საჯარიმოსთან. ვუყურებდი და გაოცებული ვიყავი თუ რაში გაყავდა დრო "ბაიერნს". უამრავი უსარგებლო გადაცემა, რომელიც ცენტრში კეთდებოდა, უამრავი უსარგებლო გათამაშება რომელიც ბურთის ამოტანას სჭირდებოდა, ელემენტარულად მოედნის ცენტრამდე. ამი საწინააღმდეგოდ კი გუნდი, რომელიც 2–3 გადაცემით უკვე მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან იმყოფებოდა. გავა დრო და იმას არავინ გაიხსენებს, რომ "მიუნხენის ბაიერნს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბურთის კონტროლის კოლოსალური მაჩვენებელი ჰქონდა, იმას არავინ გაიხსენებს, რომ მათ ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, გაიხსენებენ იმას, თუ რაოდენ სწრაფად გაიტანა "რეალმა" გოლი და მოიგო მატჩი.
P.S.
თუმცაღა ეს ჩემი დასკვნები და ხედვებია, რომელსაც ბევრი გაიზიარებს, ბევრი კი არა. მთავარი ბრძოლა მიუნხენშია, სადაც გაირკვევა ფინალისტის ვინაობა. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს გუნდს, რომელიც ასე "დამშეულია" "ლა დესიმას" და რომლის შეჩერებაც ძალიან რთული იქნება.
- 25 აპრილი 2014
- 14 353
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.