„რეალმა“ ფავორიტის სტატუსი ჩამოართვა „ბაიერნს“
ევროპული ბუქმეიქერული კანტორების კოეფიციენტებში დიდი ცვლიელებები განხორციელდა.
თუ მთელი სეზონის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მიუნხენელები ითვლებოდნენ, ახლა უკვე, მადრიდელებმა გადაიბარეს პირველი ადგილი.ანჩელოტის შეგირდების შანსები ტურნირის მოგებაზე, 2.73-ად არის შეფასებული, ხოლო „რეკორდმაისტერის“ 3.1.რაც შეეხებათ დანარჩენ გუნდებს, „ატლეტიკოს“ გამარჯვებაზე, 1 ევროთი 4.9 ევროს მოგება შეგიძლიათ, ხოლო „ჩელსის“ ტრიუმფზე, 5.4.
„ალიან არენაზე“ გასამართ შეხვედრაში, მასპინძლების მოგებას 1.64 კოეფიციენტი დაუწერეს, ხოლო სტუმრების 4.6, თუმცა მადრიდელების ფინალში გასვლას 1.63 მისცეს, ხოლო „ბაიერნის“ 2.11.
AS
- 25 აპრილი 2014
- 4 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.