კარვახალი: „მიუნხენშიც მოსაგებად ვითამაშებთ“
დანიელ კარვახალმა „ბაიერნთან“ დადებულ შედეგს „პოზიტიური“ უწოდა.აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდმა მცველი შესანიშნავად ეთამაშა რიბერის (ფაქტობრივად, ფეხი არ გაანძრევინა).
„ბაიერნმა ძლიერად დაიწყო თამაში.ჩვენ შესაბამისად შევაფასეთ მეტოქე და პირველ ტაიმშივე შევძელით ანგარიშის გახსნა.მიუნხენებელი მოიკოჭლებდნენ საგოლე ეპიზოდების შექმნაშ.“
„ქომაგების მხურვალე მხარდაჭერამ მოტივაცია შეგვმატა.შესვენების შემდეგ ვიცოდით, რომ გოლის გაშვების უფლება არ გვქონდა.ასეც მოხდა, კარი მშრალად შევინახეთ და მოვიგეთ.რა თქმა უნდა, 2-0 უფრო კომფორტული უპირატესობა იქნებოდა, თუმცა ნახევარფინალურ სტადიაზე, შესაძლოა ნებისმიერმა დეტალმა გადაწყვიტოს ფინალში გამსვლელის ვინაობა.“
„„ალიანც არენაზე“ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და რასაკვირველია, გოლის გატანა ვეცადოთ.“
AS
- 24 აპრილი 2014
- 2 623
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.