ბეილი გამოირიცხა?
სამწუხარო ინფორმაციამ გაჟონა მადრიდელთა ბანაკიდან...
მოგეხსენებათ, გარეთ ბეილს მაღალი ტემპერატურა და გრიპი აღენიშნება, გუშინ მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ უამრავი მედიკამენტის მიღების შემდეგ უელსელი ფეხბურთელი გუნდის დახმარებას შეძლებდა, თუმცა გუშინდელი სურათი არც დღეს არის შეცვლილი.
კარლო ანჩელოტიმ შემტევი განაცხადში შეიყვანა, თუმცა რამდენად მოახერხებს ის თამაშს ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე გუნდი სასტუმროში იმყოფება და კონცენტრაციას დღევანდელ დაპირისპირებაზე ახდენს, უელსელი კი იძულებული იყომ სახლში დარჩენილიყო, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ბეილი მოძლიერდეს და პაექრობაში მონაწილეობა თუნდაც 1 საათის მანძილზე მიიღოს.
მთავარი მწვრთნელი მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ექიმების პასუხს გაიგებს მოთამაშის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
- 23 აპრილი 2014
- 5 495
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.