ელბერი: „ფინალის ტოლფასი თამაშები იქნება“
21-ე საუკუნის დასაწყისში, ჯოვანი ელბერი ბავარიელების ღირსებას იცავდა.ის ფიქრობს, რომ ევროპულ „კლასიკოში,“ ფავორიტზე საუბარი გადაჭარბებულია.
- მთელი მსოფლიო „ბაიერნს“ მიიჩნევს ფავორიტად.თქვენ რას იტყვით?
- ჩემი აზრით, ამ გუნდებს შორის ფავორიტი არ არსებობს.„ბაიერნის“ რეალურ კონკურენტად მადრიდელებს მივიჩნევ.ბოლოდროინდელი შედეგების გამოკლებით, გვარდიოლას გუნდი მართლაც დიდებულად ასპარეზობს.
- თქვენ გითამაშიათ „ბერნაბეუზე.“ რა ელოდებით მომავალი თამაშისაგან?
- რა თქმა უნდა, „რეალის“ საშინაო არენაზე ძალიან რთულია ბურთის გაგორება.ადგილობრივები დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან.თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ვიმედოვნებ, რომ „რეკორდმაისტერი“ სასურველ შედეგს წამოიღებს ესპანეთიდან.
- როგორ ფიქრობთ, რომელი მადრიდი გამოიყურება უფრო ძლიერად? მაშინდელი თუ ახლანდელი?
- ვფიქრობ, რომ მიმდინარე ფორმაციის სამეფო კლუბი საუკეთესოა.რონალდუ და ბეილი საოცარ ტანდემს ქმნიან ფრთებზე.არ უნდა დაგვავიწყდეს ცენტრალური მცველები, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან.იკერი მაშინაც ხარისხიანი თამაშით გამოირჩეოდა, თუმცა ახლა გაცილებით გამოცდილიa და თან შესანიშნავ სეზონს ატარებს.
- ნახეთ ბეილის გოლი „კოპას“ ფინალში?
- ცხადია.ნამდვილად შთამბეჭდავი ბურთი გამოუვიდა უელსელს.ის სადებიუტი სეზონს ატარებს, თუმცა მიუხედავად ყველა გარემოებისა, სასარგებლოა გუნდისათვის.
- რა იქნება წარმატების გასაღები?
- ვგონებ, ვინც მოიპოვებს მოედნის ცენტრს, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იმას ექნება.კროოსი და შვაინშტაიგერი ძალისხმევას არ დაიშურებენ.რაც შეეხებ ლამს, ალბათ, დაცვაში დააბრუნებენ.
- აღნიშნული წყვილის გამარჯვებული ჩემპიონი გახდება?
- ფინალის ტოლფასი თამაშების მომსწრენი გავხდებით.ჩემი აზრით, გამარჯვებული „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება ფინალში, სადაც ნებისმიერს გაუჭირდება სიმეონეს გუნდის დამარცხება.
MARCA
- 22 აპრილი 2014
- 2 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.