სანჩისი: „მადრიდელებს ძალუძთ მიუნხენელების დამარცხება“

წარსულში სამეფო კლუბის მცველმა მანოლო სანჩისმა, Marca-ს მომხმარებლების საინტერესო კითხვებს უპასუხა.

- ვფიქრობ, რომ მადრიდში არასამართლიანად მოექცნენ ანტონიო ადანს, თუმცა კლუბის მეკარეთა რიგები, საუკეთესოდ არის დაკომპლექტებული.რას იტყვით აღნიშნულ თემაზე?
- ვფიქრობ, ანტონიო დიდი შესაძლებლობების მქონე მეკარეა, მაგრამ მან ვერ შეძლო შანსების გამოყენება და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რამეთუ პროფესიონალია და უნდა ითამაშოს.

- „კოპას“ ფინალში, ანჩელოტიმ მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით განახორციელა შეცვლები, არადა ვგონებ, რომ მორატასა და კაზემიროს შემოსვლა, ბენზემასა და მოდრიჩის ნაცვლად, გადაახალისებდა მადრიდელთა შეტევას.როგორია „თეთრების“ შანსები „რეკორდმაისტერთან,“ თუ არ ვისაუბრებთ მცველების საიმედო თამაშზე?
- ჩემი აზრით, ფინალურ დაპირისპირებაში ანჩელოტი გაოცებული დარჩა მატჩის მიმდინარეობით და სწორედ ამიტომაც არ იჩქარა დასვენებული ფეხბურთელების შემოყვანა.არ დაგავიწყდეთ, ცვლილებების განხორციელება სავალდებულო როდია, რამეთუ იდეაში, ფეხბურთელი 90 წუთის მანძილზე უნდა ასპარეზობდეს მოწოდების სიმაღლეზე.რაც შეეხება ევროპულ „კლასიკოს,“ ყველაზე მთავარია კარის მშრალად შენახვა.მადრიდელები ბურთის გაკონტროლებასა და რისკების მინიმუმამდე დაყვანას უნდა შეეცადონ, ხოლო მეტოქეს, სისტემატური შეტევების საშუალება მისცენ.ასევე, გადამწყვეტი იქნება, კომპაქტურ-შეთანხმებული მოქმედება დაცვით ხაზში.მინდა გითხრათ, რომ „რეალს“ ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნია, სისცოცხლე გაუმწაროს მოწინააღმდეგეს.

- ზედიზედ 3 წელია ფინალში გასასვლელად „რაღაც“ გვაკლდება.რას ფიქრობთ, რიგ ფაქტორებზე ასეთ დაპირისპირებებში?
- ხშირ შემთხვევაში, პატარ-პატარა დეტალები წყვეტს ყველაფერს.მაგ: ვერ გატანილი პენალტი, მსაჯის შეცდომა და ა.შ.

- თქვენი აზრით, ანჩელოტი შეინარჩუნებს სავარძელს მადრიდულ გრანდში? როგორ შეაფასებდით ისკოს, ალონსოსა და დი მარიას თამაშს? და რომელი ფეხბურთელი უნდა გამოიძახოს დელ ბოსკემ დედაქალაქური გუნდიდან?
- შემდეგ სეზონშიც ვხედავ კარლოს „რეალის“ სათავეში, რამეთუ მან დიდი სამუშაოები ჩაატარა, რომელსაც შედეგი ნამდვილად მოაქვს.მერწმუნეთ, ადვილი ნამდვილად არ არის გუნდის თამაშის შექმნა.
ისკო მაღალი საფეხბურთო დონეს ავლენს სადებიუტო სეზონში და ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სასტარტოზეც აცხადებს პრეტენზიას.ალონსო ძალიან კარგია.ის დიდ წვლილს თამაშობს ანჩელოტის ტაქტიკურ მონახაზში, ხოლო დი მარია ერთ-ერთი საუკეთესოა შემადგენლობაში.არც მეტი არც ნაკლები, ერთ-ერთ ლიდერადაც მოგვევლინა არგენტინელი.
რაც შეეხება ნაკრებს, ჩემი აზრით, ბოსკემ, კასილიასი, ლოპესი, კარვახალი, რამოსი, ალონსო და ისკო უნდა გამოიძახოს.

- ბეილის გოლმა, ბრაზილიელი რონალდოს ბურთი არ გაგახსენათ, რომელიც ამ უკანასკნელმა „ბარსელონას“ რიგებიდან შეაგდო?
- ვფიქრობ, უელსელის გოლი არ საჭიროებს დამატებით კომენტარებს.უბრალოდ უნდა ვუყუროთ და სიამოვნება მივიღოთ.გადამწყვეტი გოლი ხშირად არ გამოდის ასეთი ლამაზი და სანახაობრივი.

- ვის ხედავთ მე-4 საფეხურზე, „ატლეტიკს“ თუ „სევილიას?“
- ამ მომენტისათვის ბასკებს, თუმცა ანდალუსიელების ბოლოდროინდელი გარბენი ნამდვილად პატივისცემას იმსახურებს.მათ შორის გასამართი დაპირისპირება დაძაბული და სანაოხაობრივი იქნება.

- ამბობენ, რომ „ბაიერნის“ ფეხბურთელები თითქმის ზეიმობნდნენ, როდესაც ლუიშ ფიგუმ მათი და „რეალის“ დაწყვილება აცნო საზოგადოებას....
- ვერ გეტყვით, რეალურად რა სიტუაცია იყო, თუმცა მწვრთნელებისა და ოფიციალური პირების განცხადებაში მსგავსი შინაარსის რეპლიკები არ მოიძებნება.პირადად მე, არასოდეს მსურდა გერმანელების წინაშე თამაში.

- პირველ მატჩში კრიშტიანუს მოედანზე გამოყვანა რისკთან არ არის დაკავშირებული?
- ამას ექიმები და მწვრთნელები წყვეტენ.თუ კრიშტიანუ მწყობრში იქნება ითამაშებს, თუ არა დაისვენებს.ბუნებრივი, ის მუზეუმის ექსპონატი როდია, რომ უმიზეზოდ შევინახოთ.ყველა პროფესიონალი ფეხბურთეის თამაშშია რისკის ელემენტები.

- კრიშტიანუს შეცვლა ბეილს შეუძლია და აღნიშნული ფინალშიც დამტკიცდა, ხოლო „ბარსელონაში“ ვერავინ ახერხებს მესის უფერული თამაშის ამოვსებას.ეთანხმებით ასეთ მოსაზრებას?
- გუნდის წარმატებები რიგი კომპლექსური ფაქტორებისგან გამომდინარეობს.ძალიან პრიმიტიულია იმაზე ფიქრი, რომ როდესაც მესი კარგად თამაშობს გუნდი იგებს, ხოლო როდესაც ცუდად ასპარეზობს, პირიქით.პრობლემებში ყოველთვის შეიმჩნევა სისტემატური ხასიათი.

- არ ფიქრობთ, რომ „რეალისა“ და „ვალიადოლიდის“ თამაშის გადადება სპორტულ ფარგლებს ცდება? ერთი გუნდი ჩემპიონობისათვის იბრძვის, ხოლო მეორე გადარჩენისათვის.შესაძლოა 7 მაისისათვის (როდესაც მოხდება მათი შერკინება) სატურნირო მდგომარეობა უკვე ნათელი იყოს?
- არვიცი რა მოხდება 7-ში, მაგრამ ჩემი აზრით, ფედერაციამ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, რამეთუ პრიმერას ბინადართა წარმატება ევროთასებზე, მათი წარმატებაცაა.ამიტომაც, საჭიროა მაქსიმალური კომფორტის შექმნა ასეთი კლუბებისათვის.

- თქვენუ პროგნოზი „სევილია-“„ვალენსიას“ თამაშზე?
- ჩემი აზრით, შანსები თანაბარია, თუმცა მცირე უპირატესობას სევილიელებს მივცემდი.

- „რეალი“ პრიმერას ფავორიტია?
- არა, ტურნირის მოგების მთავარი პრეტენდენტი „ატლეტიკოა.“მაგრამ არ ვამბობ, რომ მეორე მადრიდული გუნდი უშანსოდაა.

- ბავარიელებთან ნამატჩევს, „რეალი“ შესაბამისად განეწყობა „ოსასუნასთან“ თამაშისათვის?
- შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წამოიჭრას, მაგრამ გუნდმა ნებისმიერ გამოწვევავას სათანადოთ უნდა უპასუხოს.იმდენი ძალა უნდა გამოყონ პამლონელებთან შერკინებისათვის, რამდენიც საჭიროა.3 ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს და არა მგონია მადრიდელებმა ხელიდან გაუშვან შანსი.

RealMadrid.Ru

პ.ს. მანოლო სანჩესი პერიოდულად პასუხობს ქომაგების კითხვებს.როგორ ფიქრობთ, საინტერესოა ასეთი ტიპის სტატიის თარგმნა და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)