რამოსი და ალონსო საფრთხის ქვეშ
სამეფო კლუბის ესპანელი ფეხბურთელები, სერხიო რამოსი და ჩაბი ალონსო დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ შეხვედრაში, მადრიდელებს დიდი სიფრთხილე მართებთ. ჩაბი ალონსოს, სერხიო რამოსსა და ასიერ ილიარამენდის აქტივში 2-2 ყვითელია და თუ ყურადღებით არ იქნებიან, „ალიანც არენაზე“ გასამართ პაექრობას ტელე-ეკრანებიდან მიადევნებენ თვალს.
გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება, მიუნხენელთა მთავარ დამრტყმელ ძალას, მარიო მანჯუკიჩსაც ემუქრება. მისი არყოფნა სერიოზულ პრობლემას შეუქმნის გერმანულ გრანდს. ვინაიდან საქმე ეხება „ბუნდესლიგის“ ბომბარდირს, რომლის ანგარიშზეც, მიმდინარე სეზონში 18 გოლია.
As
- 22 აპრილი 2014
- 3 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.