მარტინესი: "რეალთან" შეხვედრა არ მინდოდა"
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, ხავი მარტინესის თქმით, მას ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან" შეხვედრა არ გახარებია.
"რეალი" უფრო და უფრო უკეთესი ხდება. სამეფო კლუბი ყველაზე შეკრული და ძლიერი გუნდია. არ მინდოდა, მათ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რომ შევხვედროდით. სავარაუდო კანდიდატებიდან, "ბლანკოსი" ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო. მათ ძალიან სახიფათო შეტევა ჰყავთ. განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ დი მარიას და ბეილს, რომლებმაც "კოპა დელ რეის" ფინალშიც გამოიჩინეს თავი. თუ რონალდუ ითამაშებს, უდიდეს პრობლემებს შეგვიქმნის."
"პეპ გვარდიოლამ ჰაინკესის სტილი შეინარჩუნა, მაგრამ ბევრი რაღაც შეცვალა. ის განსხვავებულად გვათამაშებს. ახლა, ჩვენ უფრო ნელა ვთამაშობთ და ბურთის ფლობაზე ვართ კონცენტრირებულნი,"-განუცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა El Mundo-ს.
წყარო: Goal
- 22 აპრილი 2014
- 3 205
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.