ანჩელოტი: „მიუნხენელებთან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს“
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ პაექრობამდე, კარლო ანჩელოტიმ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.
„განვლილ სესიაზე, რონალდუმ ჩვეულად ივარჯიშა.მთელი მსოფლიო დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ შეძლებს თამაშში მონაწილეობის მიღებას.გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ.“
„რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში წავალთ რისკზე, თუ ამის წინაპირობა იქნება, რამეთუ ნახევარფინალური სტადია 2 თამაშისაგან შედგება.რაც არ უნდა მოხდეს მადრიდში, ყველაფერი მიუნხენში გაირკვევა.“
„უელსელი კმაყოფილია.გუშინ გარკვეული პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს სრული დატვირთვით იმუშავა.„ბარსელონასთან“ ფეერიულ თამაშმა, ბეილს თავდაჯერებულომა შემატა.“
„ვიმედოვნებ, რომ მწვანე მინდორზე 11 ფეხბურთელით ვითამაშებ.ცხადია, ხუმრობის გარეშე ვამბობ აღნიშნულს.ისეთივე კომპაქტურები და სოლიდურები უნდა ვიყოთ, როგორც ფინალში.ბუნებრივია, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ განსხვავებული გუნდები არიან, მაგრამ მათი ფილოსოფია თითქმის იდენტურია.დაცვაში ინტენსიური თამაშის პარალელურად, შეხვედრის სადავეების მოხვეჭას შევეცდებით.ეჭვგარეშეა, რომ მხოლოდ ჩვეული თამაშის წყალობით მოვახერხებთ მეტოქის დამარცხებას.“
„რაც შეეხება ისევდაისევ კრიშტიანუს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ტრავმის დადგენის შემდეგ, თავდაუზოგავად მუშაობს და ექიმების მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს.ბოლო 2 ვარჯიში თანაგუნდელების გვერდით გაატარა.ხვალამდე დავაკვირდებით და თუ დავრწმუნდით, რომ 100 პროცენტით მზად არის, რა თქმა უნდა, საქმეში ვიხილავთ.“
„მიზანი ლისაბონში თამაშია და ამისათვის, მომავალი 180 წუთი არაფერს დავიშურებთ.ნახევარფინალური სტადია წარმატება როდია, თუმცა ის, რომ „რეალი“ ზედიზედ მეოთხედ 4 საუკეთესო გუნდს შორისაა, პოზიტიური მოვლენაა.“
„მიუნხენელები პრობლემებს აწყდებიან, როდესაც მეტოქეს კუთხესთან მიაქვს ბურთი.“
„დროთა განმავლობაში ჩვენმა თამაშმა საგრძნობი პროგრესი განიცადა.ფეხბურთელები შესაბამისად მოტივირებულნი არიან და ვთვლით, რომ სერიოზული ამოცანებისათვის ბრძოლა შეგვიძლია.“
„„ბაიერნი“ „რეალის“ შავი ლაქაა და არა ჩემი, თუმცა ეს არაფერზე მეტყველებს.მჯერა ჩემი შეგირდების და დარწმუნებული ვარ, კარგად მოთამაშე მადრიდს ვიხილავთ ხვალ.“
„ფავორიტის სტატუსით ვერ ვისარგებლებთ, რამეთუ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებული და საკმაოდ ძლიერი მხარეა.“
„არ ვფიქრობ, რომ „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის ომი გაჩაღდება, თუმცა ქომაგები შესანიშნავი სანახაობის მომსწრენი გახდებიან.“
„არასოდეს ვითხოვ მოთამაშისგან გოლის გატანას და გამოანკლისი არც ბენზემაა.ის დიდ სამუშაოს ასრულებს გუნდისათვის.“
„კრიშტიანუს უთამაშებლობის შემთხვევაში, ისკო ითამაშებს ან სხვა.ალარკონმა დიდებულად იასპარეზე განვლილ მატჩებში.მთავარი ის არის, რომ შემადგენლობის თითოეულ წევრს გაანალიზებული აქვს მომავალი თამაშის მნიშვნელობა.როდესაც რონალდუ მოედანზე, სათადარიგოზე მეტი არჩევანი გვაქვს.“
„გვარდიოლამ ბრწყინვალე ეპოქა შექმნა ბარსელონაში და იგივეს გაკეთებას მიუნხენში ეცდება.“
„ქომაგების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.“
„საწყისი წუთებიდან კოენტრაუ გამოჩნდება მოედანზე.“
AS
- 22 აპრილი 2014
- 3 686
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.