ჩაბი: „ჩვენ გვჭირდება რონალდუ“
„ბაიერნთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ჩაბი ალონსომაც უპასუხა პრესის წარმომადგენლების კითხვებს.მისი თქმით, გუნდების ურიერთშეხვედრების სტატისტიკას არავაინ აქცევს ყურადღებას.
„2012 წელს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საპასუხო მატჩი შედგა, ხოლო ხვალ ყველაფერი თავიდან იწყება.ჩვენი ერთადერთი მიზანია, გამარჯვების მოპოვება და მიუნხენში კომფორტული ანგარიშით გამგზავრება.“
„კრიშტიანუ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ 100 პროცენტით მზად იქნება.აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბები მიიღებენ.ჩვენ ძალიან გვჭირდება მისი დახმარება.ის უმნიშვნელოვანეი ფიგურაა ამჟამინდელი ფორმაციის „რეალისათვის.“
„არ ვფიქრობ, რომ მადრიდული გრანდი „ბაიერნის“ მსხვერპლია.გერმანელები დიდებულად თამაშობენ, თუმცა ჩვენც არანაკლებ კონდიციებში ვიმყოფებით.მომავალ დაპირისპირებაში ფავორიტს ვერ ვხედავ და არც რაიმე სტატისტიკა გვაინტერესებს.“
„ჰაინკესისა და გავრდიოლას გუნდები განსხვავებულად აგორებენ ბურთს, თუმცა მათი შედარების არანაირი საფუძველი არსებობს.“
„ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვითამაშოთ.თუ მარტო დაცვაზე ვიფიქრებთ და არ შევუტევთ, დავისჯებით.კარგად ვიცნობთ მიუნხენელებს.“
„მაქსიმალურად მოტივირებულნი ვართ.ზედიზედ მეოთხე წელია ნახევარფინალში ვასპარეზობთ და გვინდა, რომ მიმდინარე სეზონში უფრო წინ გადავდგათ ნაბიჯი.“
„ვები ხარისხიანი მსაჯია.ვფიქრობ, გუნდებს მშვიდად ყოფნის საშუალება გვექნება.“
„ფინალურ მატჩში გატანილ გოლამდეც, ყველანი სათანადოთ ვაფასებდით ბეილს.კმაყოფილნი ვართ მის მიერ ნაჩვენები ფეხბურთით და ვიმედოვნებთ, რომ ასე გააგრძელებს.“
„რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ნიშანდობლივი იყო „კოპას“ მოგება.“
AS
- 22 აპრილი 2014
- 2 763
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.