გვარდიოლა : "რეალი უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია"
მიუნხენის ბაიერნის თავკაცმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მადრიდის რეალი მისი გუნდისთვის საკმაოდ სერიოზული და სახიფათო მეტოქე გახლავთ, რადგან კარლო ანჩელოტის გუნდს კარგი ეპოქა უდგას...
"ბარსელონასთან სამეფო თასის ფინალის მოგების შემდეგ დედაქალაქელი ფეხბურთელები რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად მოტივირებულები გახდნენ, მათ ტემპი არ დაუკარგავთ და ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს კოლექტივთან მაქსიმალურად კარგი შედეგის დასაფიქსირებლად."
"ბრაუნცვაიგთან მატჩი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა 75-ე წუთამდე გულშემატკივრები ვანერვიულეთ. ბაიერნს გოლის გატანა არასდროს უჭირს თუმცა ბოლო შეხვედრებში აშკარად ვატყობ, რომ გერმანიის ჩემპიონატის ნაადრევმა მოგებამ მეტისმეტად ცუდად იმოქმედა ჩვენზე."
"ლა ლიგაში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, რაც კარლო ანჩელოტის გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, დედაქალაქელები მუდმივად აქტიურ ფაზაში არიან, რაც მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მათი პატარა უპირატესობაა."
"ბრაუნცვაიგთან კარს ლუკასი იცავდა, შესაძლოა სანტიაგო ბერნაბეუზე სწორედ ის გამოჩნდეს მოედანზე, იგი საკმაოდ მაღალი დონის კიპერია, თუმცა თუკი ნოიერი ფორმაში ჩადგომას მოასწრებს, პირველი წუთებიდან მას ვიხილავთ, მსგავსი სახის პაექრობებში მისი სიძლიერე ფასდაუდებელია."
- 20 აპრილი 2014
- 2 902
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.