რონალდუ მიუნხენელების კარს შეუტევს
პორტუგალიელი გოლეადორის მიზანია, გერმანელებთან შერკინებაში მონაწილეობის მიღება.
როგორც იცით, მიმდინარე კვირაში რონალდუმ სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა.მადრიდული გამოცემის ცნობით, ის თავს კომფორტულად გრძნობს და 23 აპრილს გასამართი დაპირისპირებისათვის მზადყოფნაში იქნება.
შესაძლოა, „ელ ფერარი“ საწყისი წუთებიდან არ ვიხილოთ მწვანე მინდორზე, თუმცა რაც მთავარია, განაცხადს გააძლიერებს და შესვენების შემდეგ დაეხმარება თანაგუნდელებს.
ცნობისათვის, უკანასკნელად, 21 დღის წინ იხილეს კრიშტიანუ საქმეში.
Marca
- 20 აპრილი 2014
- 4 123
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.