ნიეტომ, ჩიკომ და კრუსატმა შესაძლოა ვერ ითამაშონ "რეალის" წინააღმდეგ
"ალმერიას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს თამაში.
"ალმერიამ" გასულ ტურში დათმო შეხვედრა "ბილბაოსთან" 1:4. კვირას კი ისინი "რეალს" ესტუმრებიან "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნიეტოს, ჩიკოსა და კრუსატის გარეშე.
ეს სამი ფეხბურთელი მთელი კვირის მანძილზე განცალკვებით ვარჯიშობდნენ და მათი თამაში საეჭვოა "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ.
სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს ფორვარდო ჰენოკ გოიტომი. ასევე გამოჯანმრთელდა ფაბიან ვარგასიც.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 3 დეკემბერი 2009
- 2 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.