დიდებული სიახლე: რონალდუმ სრული დატვირთვით ივარჯიშა
სამეფო თასის მოგების შემდეგ, მადრიდელებმა ვარჯიში განაახლეს.
ანჩელოტის შეგირდებმა „ბაიერნთან“ პაექრობისთვის დაიწყეს მზადება (როგორც იცით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რთული კალენდარის გამო, მადრიდელები მომავალ უქმეებზე ჩემპიონატისგან დაისვენებენ - ავტ).
განვლილი სესიის მთავარი და სასიხარულო სიახლე, რონალდუსა და მარსელოს სრული დატვირთვით გარჯა გამოდგა.პორტუგალიელი და ბრაზილიელი, რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, მთავარ ჯგუფში დაბრუნდნენ, რაც მათი ასპარეზობის შანსს ზრდის მიუნხენელებთან.
რაც შეეხებათ დანარჩენ მოთამაშეებს, ტრავმირებულების გამოკლებით (ხესე & არბელლოა), იტალიელის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი გახლდათ.
ბეილი და რამოსი სატრენაჟორო დარბაზში გაისარჯნენ.
AS
- 18 აპრილი 2014
- 4 240
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.