რობერტო კარლოსი სამშობლოში დაბრუნდა
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ბრაზილიელმა მცველმა რობერტო კარლოსმა "კორინთიანსთან" ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
SkySports-ის ცნობით, "კორინთიანსის" ხელმძღვანელობამ 36 წლის ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. რობერტო "ფენერბაჰჩეში" ასპარეზობდა. ის თურქულ გრანდში "სამეფო კლუბიდან" გადავიდა. თავის პირველ ინტერვიუში კარლოსი ემოციებს ვერ მალავდა:
"ეს უბრალოდ საოცარი გრძნობაა. უკვე დიდი ხანი ველოდი სამშობლოში დაბრუნებას. მსურდა ბრაზილიელი გულშემატკივარი გამეხარებინა საკუთარი თამაშით. ასე, რომ დღეს ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ ასეთ ძლიერ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი და მომიწევს ისეთ ფანტასტიურ ფორვარდთან თამაში, როგორიც რონალდოა".
რობერტოსა და რონალდოს გზები ადრე მხოლოდ ნაკრებში არ გადიოდა. ისინი "რეალშიც" ერთად ასპარეზობდნენ. "სამეფო კლუბში" დაბრუნებას კარლოსი კარიერის დასრულების შემდეგ აპირებს.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 3 დეკემბერი 2009
- 3 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.