ბეილი კარიერის სუკეთესო გოლს იხსენებს
გარეთ ბეილის ინტერვიუ...
თქვენ გაიტანეთ ბრწყინვალე და გამაოგნებელი გოლი. როგორი იყო თქვენი რეაქცია?
"მსგავსი გოლი უელსის ნაკრებშიც გავიტანე, არცისე დიდი ნის წინ. მე გადავკვეთე გვერდითა ხაზი, მოედანი ნაწილობრივ დატოვილი მქონდა, მაგრამ სისწრაფის ხარჯზე შევძელი ბარტრას ჩამოშორება და დასასრული ბრწყინვალე გამომივიდა. ბურთი მეტოქის კარის ბადეშია.
ეს იყო გადამწყვეტი გოლი, გოლი რომელმაც ტიტული მოგაგებინათ.
"ეს ამაღელვებელი გრძნობა იყო. როდესაც გავათვიცნობიერე, რომ მატჩის გადამწყვეტი გოლი გავიტანე, საოცარი ნეტარება ვიგრძენი. ეს ჩემი პირველი ტიტულია, "რეალთან" ერთად და დარმუნებული ვარ, რომ სეზონს მხოლოდ ამ თასით არ დავამთავრებთ."
როგორია თქვენი შეხედულება "რეალის" თამაშზე, სანამ ბარტრა გოლს გაიტანდა?
"ჩვენ, ჩვენი სტილით ვთამაობდით. მატჩი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად მათ გოლი გაგვიტანეს."
თქვენი აზრით, ეს ყველაზე დიდი მიღწეული მიზანია თქვენს კარიერაში?
"ვფიქრობ რომ კი"
რა ხდებობდა თქვენს გონებაში, როდესაც ბურთი წინ გაიგდეთ.
"მე კონცენტირებული ვიყავი მხოლოდ ბურთზე და არა სხვა რამეზე. ვცდილობდი მაქსიმალური სიჩქარე განმევითარებინა, რაც ალბათ შევძელი."
რას ნიშნავს შენთვის კოპა დელ რეის მოგება?
"დიდებული და იმედით სავსე მადრიდულ კარიერას, ტიტულებთან ერთად."
შემდეგი თამაში "ბაიერნთანაა." შეგმატათ მოტივაცია ამ გამრჯვებამ?
"რათქმაუნდა. "ბაიერნი" დიდი გუნდია და ფსიგოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ არაფერი გვიჭირს. ჩემპიონთა ლიგა უმთავრესია "ბლანკოსისთვის" და ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ."
თქვენ კრიტიკოსები დაადუმეთ...
"ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას მათ და არც შემდგომში მივაქცევ. ჩემთვის, მხოლოდ სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებაა მთავარი და სწორედ ამაზე ვარ ფოკუსირებული."
თამაშის შემდეგ თქვენთან რონალდუ მოვიდა. რა გითხრათ ?
"ბევრი არაფერი. მან მე მოგება მომილოცა. იგი უბედნიერესი იყო, შეიძლება ჩემზე ბედნიერიც კი."
რას ეტყოდით ფანებს?
"ეს გამარჯვება მათ ეძღვნებათ. მადრიდისტებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და მე ვამაყობ, რომ მათი სიყვარული და პატივისცემის ღირსი ვარ.
AS
- 18 აპრილი 2014
- 4 653
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.