82:77 - „რეალმა“ ორამდე გაზარდა სხვაობა

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირზე მეორე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ფლეი-ოფების რეჟიმი ჩაირთო.

პაბლო ლასოს შეგირდებს, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, „ოლიმპიაკოსის“ ბარიერის დაძლევა მოუწევთ (გუნდი, რომელმაც შარშანდელ ფინალში „რეალი“ დაამარცხა).

ესპანურ-ბერძნულმა შერკინებამ გუშინ აიღო სათავე.მადრიდში გამართულ პაექრობაში, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს „თეთრებმა“ (88-71).ანალოგიური სცენარით განვითარდა დღევანდელი დაპირისპირებაც.„რეალის“ კალათბურთელებმა პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ უპირატესობა და საბოლოო ჯამში, 88-77 დაფიქსირდა ტაბლოზე.

მესამე შეხვედრა ათენში გაიმართება და თუ ისიც მოიგეს მადრიდელებმა, ნახევარფინალების ფლეი-ოფში იასპარეზებენ, სადაც „ბარსელონასა“ და „გალათასარაის“ შორის საუკეთესოსთან გაარკვევენ ფინალში გამსვლელის ვინაობას.

„რეალის“ კალათბურთელთა მონაგარი განვლილ მატჩში: რუდი (15 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი), ფელიპე რეიესი (8 ქ, 2 მ), ნიკოლა მიროტიჩი (14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება), სერხიო როდრიგესი (11 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა), ტრემელ დარდენი (2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი), სერხიო ლული (11 ქულა, 3 მოხნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა), ბურუსისი (19 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი), სლოტერი (2 ქულა, 1 დაფარება), მეხრი (2 დაფარება) და დიესი (-).

„რეალისა“ და „ოლიმპიაკოსის“ მომდევნო დაპირისპირება 27 აპრილს შედგება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)