გარაის პრესკონფერენცია
ეზეიკელ გარაი იმედოვნებს, რომ სამეფო კლუბი სწორ გზას ადგას. ახალგაზრდა არგენტინელის აზრით, მნიშვნელოვანია გუნდის მოტივაცია ნებისმიერ შეხვედრაში, "რეალმა" ყველა მატჩი ისეთივე მონდომებით უნდა ჩაატაროს, როგორც ეს "ბარსელონასთან" გააკეთა.
ჯერ რონალდო, ახლა კაკა... ეს ფეხბურთელები დაშავებულნი არიან, როგორ ფიქრობთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია?
ორივე მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია სამეფო კლუბისთვის... ვიმედობნებ, რომ მალე დაგვიბრუნდებიან, მათი დახმარება ძალიან გვჭირდება.
როგორ ფიქრობთ, "ბარსელონაში" წარმატებული თამაშის შემდგომ, "რეალის" შემადგენლობა შეიცვლება?
კატალონიაში მიღწეულმა რეზულტატმა ყველას გული დაგვწყვიტა, მაგრამ იმას არ ვმალავთ, რომ სანახაობრივი და მიმზიდველი თამაში შევთავაზეთ გულშემატკივარს. მუშაობას ვაგრძელებთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამი ქულის მოპოვება მომავალ შეხვედრაში "ალმერიას" წინააღმდეგ. რთული მატჩი გველოდება, მაგრამ დარწმუნებული გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. შეიცველბა თუ არა განაცხადი, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს.
გუშინ სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მარცხი კამპ ნოზე ცუდი ფიზიკური კონდიციების ბრალი არ ყოფილა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
მე მას აბსოლიტურად დავეთანხმები. ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ და საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით...
ისეთივე მონდომებით ითამაშებთ "ალმერიას" წინააღმდეგ, როგორც ეს "ბარსელონასთან" გააკეთეთ?
ნებისმიერ შეხვედრაში მოტივირებულები და მონდომებულები უნდა გავიდეთ მოედანზე. ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ყოველი ქულა და ყოველი მატჩი უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ფეხბურთში. "ბარსელონას" ჩვენთან ორქულიანი ჰანდიკაპი აქვს, ამას კი არ შევეგუებით.
ინფომრაციის წყარო: Realmadrid.Com
ავტორი: Kevlisha
- 2 დეკემბერი 2009
- 1 813
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.