მადრიდელებმა „სიბელესზე“ აღნიშნეს „კოპა“

„მესტალიაზე“ კატალონიელების ძლევით მოპოვებული სამეფო თასი, „რეალის“ ფეხბურთელებმა მადრიდის ცენტრში მდებარე შადრევანზე აღნიშნეს.

როგორც იცით, ისტორიულად, ჩემპიონობის შემდეგ, მოთამაშეები და ქომაგები „სიბელესთან“ იკრიბებიან, სადაც მოგებული თასის წარდგენა ხდება.

ვალენსიიდან დაბრუნებისთანავე, ანჩელოტის შეგირდებმა ჯერ მადრიდის რამდენიმე ქუჩა მოიარეს სპეციალური ავტობუსით, ხოლო შემდეგ მოვლენების ეპიცენტრში მივიდნენ, სადაც მიუხედავად გვიანი საათისა და სამუშაო დღისა, ათასობით მადრიდისტამ მოიყარა თავი.გამამხნევებელი სიმღერების, შესაძახილებისა (მაგ: Sí, sí, sí, la Copa ya está aquí (დიახ, დიახ, დიახ, „კოპა“ უკვე ჩვენია)) და დიდებული ატმოსფეროს ფონზე, იკერ კასილიასმა „სიბელესის“ მონუმენტს კლუბის დროშა შემოახვია.

RealMadridTv, რომელიც პირდაპირ ეთერში აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს, რამდენიმე მადრიდისტას გაესაუბრა: „უნდა დავტკბეთ ამ ზეიმით.სერიოზული კომენტარს ვერცერთ თემაზე გავაკეთებ“ - დასძინა რამოსმა.

„მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ აქ კიდევ მოვალთ“ - აღნიშნა იკერმა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)