პრესა: „„რეალმა“ სევდიანი „ბარსელონა“ დამარხა“
მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა, მადრიდის „რეალის“ ტრიუმფი მიმოიხილეს.
Sport (კატალონია): „მიმდინარე სეზონი დასრულებულია.მადრიდელებმა სევდიანი „ბარსა“ დამარხეს.მარტინოს შეგირდები დიდი დანაკლისით შეხვდნენ ფინალურ დაპირისპირებას, ბეილმა კი შესუსტებული მეტოქეს ძლია.სამეფო თასზე წარუმატებელი სერია გრძელდება, რამეთუ ფინალი კვლავ თეთრია.“
Mundo Deportivo (კატალონია): „„კოპა დელ რეის“ მწარე დასასრული.„რეალმა“ დამსახურებული ტიტული ჩაიწერა აქტივში.“
El País (ესპანეთი): „ბეილში ბოლტი ჩასახლდა.შეხვედრის მიწურულს, უელსელმა დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და საკუთარ გუნდს თასი მოუტანა „ბარსელონასთან“ შეხვედრაში.“
The Guardian (დიდი ბრიტანეთი): „უელსელის ეპიზოდი გადამწყვეტი გამოდა სამეფო თასის ფინალში.მატჩის ბოლო წუთებში, კარდიფელის ჩინებული რეიდი ტიტულით დასრულდა.“
La Gazzetta dello Sport (იტალია): „ანჩელოტი ესპანეთის მეფეა.ბეილის ბწრყინვალე ეპიზოდმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.“
L'Equipe (საფრანგეთი): „გარეთ ბეილი გაფორმებულია.მან 85-ე წუთზე, თასის ახალი მფლობელის ვინაობა გამაორკვია.“
Bild (გერმანია): „ბეილმა მიზანში გაარტყა.მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარ თავზე აიღო თამაში და შესანიშნავად დაასრულა კიდეც.გარეთმა რონალდუს გარეშე გაიბრწყინა, რომელიც ანჩელოტიმ არ ათამაშა.“
Olé (არგენტინა): „მეფე კვლავ მადრიდია.დი მარიასა და ბეილის გოლების წყალობით, „თეთრებმა“ ტიტული მოიპოვეს.მარტინოს შეგირდებიდან, მესიმ და მაშერანომ დაბალ დონეზე იასპარეზეს.“
Globoesporte (ბრაზილია): „რონალდუს არ ყოფნაში ბეილმა იტვირთა ლიდერის ფუნქციები.სწორედ მისი დამსახურებაა მოპოვებული თასი.მადრიდელებმა კარგად აიყვანეს ნეიმარი და მესი, ხოლო კატალონიელებს სუსტი დაცვა მათ სასარგებლოდ გამოიყენეს.“
AS
- 17 აპრილი 2014
- 4 497
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.